ბორის კლოპოტოვსკი
ბორის ალექსის ძე კლოპოტოვსკი (დ. 3 თებერვალი, 1903 — გ. 1953) — საბჭოთა გეოგრაფი, პედაგოგი და სოფლის მეურნეობის მუშაკი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.[1]
ბორის კლოპოტოვსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 თებერვალი, 1903 |
დაბ. ადგილი | გიუმრი |
გარდ. თარიღი | 1953 |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბორის კლოპოტოვსკიმ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1928 წელს. 1926 წლიდან იგი სამეცნიერო კვლევებთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისისა და ბაქოს უმაღლესი სასწავლებლების ნიადაგთმცოდნეობის კათედრებზე.[2]
1937 წელს დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დოცენტის წოდება ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით. ომის პერიოდში ასრულებდა საგანგებო სამხედრო-გეოგრაფიული ხასიათის დავალებებს. შემდეგ მუშაობას იწყებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იგი იკვლევდა გეობოტანიკის, ფიზიკური გეოგრფიის და მეოთხეული გეოლოგიის აქტუალურ საკითხებს.[2]
აღსანიშნავია მისი ნაშრომები კავკასიის ნიადაგების გეოგრაფიაში, პალეოგეოგრაფიასა და გეომორფოლოგიაში. ბორის კლოპოტოვსკიმ დეტალურად შეისწავლა საქართველოს ცალკეული გეომორფოლოგიური რაიონები. მისი კვლევები ეხება კავკასიონის ძველი გამყინვარების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი.[2]