ბორის სიმონის ძე იაკობი (მორიც ჰერმან) (დ. 21 სექტემბერი, 1801, პოტსდამი — გ. 11 მარტი [ძვ. სტ. 27 თებერვალი], 1874, პეტერბურგი) — რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1847–იდან). 1823 დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. მუშაობდა ელექტრომაგნეტიზმისა და მისი პრაქტიკული გამოფენის პრობლემებზე. 1838 მსოფლიოში პირველმა ელექტროძრავა გამოიყენა გემის ასამოძრავებლად. ე. ლენცთან ერთად საფუძვლიანად გამოიკვლია ელექტრომაგნიტები. 1838 გამოიგონა გალვანოპლასტიკა და ბევრი რამ გააკეთა მის დასანერგად სასტამბო და სამონეტო საქმეში, აგრეთვე სამხატვრო ნაკეთობათა წარმოებაში. 1840-1850 შეიმუშავა 10-ზე მეტი სახეობის ტელეგრაფის აპარატის კონსტრუცია. გამოიგონა ელექტრულ წრედში დენის ძალის მარეგულირებელი ხელსაწყო (აგომეტრი); მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს სამხედრო ელექტროტექნიკაში, მეტროლოგიაში.

ბორის იაკობი
გერმ. Moritz Hermann von Jacobi
დაბ. თარიღი 9 (21) სექტემბერი, 1801[1]
დაბ. ადგილი პოტსდამი[2]
გარდ. თარიღი 11 მარტი, 1874(1874-03-11)[1] [3] (72 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო[4] [5]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[3] [6]
 პრუსიის სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი[2] [6] , გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და electrotechnician[7]
მუშაობის ადგილი დერპტის უნივერსიტეტი[8] , პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია და სამხედრო საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და დერპტის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი ნიკოლოზ იაკობი და ვლადიმერ იაკობი
ჯილდოები დემიდოვის პრემია, სამეფო ტიტული და International Exposition 1867
ხელმოწერა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Борис Семенович Якоби. Библиографический Указатель. Сост. М. Г. Новлянская, М.-Л., 1953;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. 2.0 2.1 2.2 www.accademiadellescienze.it
  3. 3.0 3.1 კრუგოსვეტი — 2000.
  4. https://smolenskoe-spb.ru/smolenskoe-luteranskoe/
  5. https://fr.findagrave.com/cemetery/2273070/smolenskoe-lutheran-cemetery
  6. 6.0 6.1 Якоби, Борис Семёнович // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
  7. Czech National Authority Database
  8. https://www.muuseum.ut.ee/en/content/moritz-hermann-von-jacobi