ბორის გულისაშვილი
ბორის არჩილის ძე გულისაშვილი (დ. 13 მაისი, 1912, პეტერბურგი, — გ. 13 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი მუსიკისმცოდნე, პედაგოგი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954).
1938-1960 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თავდაპირველად მუსიკის თეორიის კათედრაზე, 1956-1958 წლებში — თეორიულ საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანად; 1960-1963 წლებში იყო ტაშკენტის, 1963-1965 წლებში — ალმა–ათის, 1966-1977 წლებში — თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; კითხულობდა ჰარმონიისა და მუსიკის თეორიის სისტემების კურსს; ძირითადად მოღვაწეობდა ქართული ხალხური მუსიკისა და მუსიკალური აკუსტიკის სფეროში. ეკუთვნის გამოკვლევები შუა აზიის ხალხთა მუსიკის საკითხებზეც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტორაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 194.