ბორის გრიზლოვი
ბორის გრიზლოვი (რუს. Бори́с Вячесла́вович Грызло́в; დ. 15 დეკემბერი, 1950, ვლადივოსტოკი, რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი 2015 წლის 26 დეკემბრიდან, პარტია ერთიანი რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 2002 წლიდან.
იქამდე, იკავებდა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2001-2003 წლებში, იყო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის მეოთხე და მეხუთე მოწვევების თავმჯდომარე 2003-20013 წლებში, 2011 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აპრილამდე იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამამამისი იყო ვიაჩესლავ გრიზლოვი. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო სამხედრო მფრინავი შორ აღმოსავლეთში, შემდეგ კი მუშაობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ბორის გრიზლოვის დედა კი მასწავლებელი იყო.[1]
ბორის გრიზლოვი დაიბადა 1950 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ვლადივოსტოკში. მისი დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ გრიზლოვი და მისი ოჯახი გადავიდა ლენინგრადში, მამის ახალი სამსახურის გამო.[1] რვა წლის განმავლობაში ბორის გრიზლოვი სწავლობდა 327-ე საშუალო სკოლაში, ხოლო უფროს კლასებში მისი თანაკლასელი იყო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და უშიშროების საბჭოს მომავალი მდივანი ნიკოლოზ პატრუშევი.
1973 წელს ბორის გრიზლოვმა დაამთავრა მ. ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი „რადიოინჟინერის“ სპეციალობით.[1] მისი დიპლომის თემა იყო „დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის კავშირის მიწისზედა ხაზი“. ბორის გრიზლოვი სტუდენტობის პერიოდში იყო სამშენებლო ჯგუფის კომისარიც.
სტუდენტობის წლებში ბორის გრიზლოვმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ფილმ „სანიკოვის მიწაში“. ფილმში მას ეპიზოდური როლი ხვდა წილად. იგი იჯდა კაფეში, სადაც მთავარი გმირების შეხვედრა მიდიოდა.[2]
მესამე მოწვევის დუმაში
რედაქტირება1999 წლის დეკემბერში ბორის გრიზლოვი აირჩიეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას წევრად მოძრაობა „ერთობის“ რეგიონათშორისი მოძრაობის სიიდან. 2000 წლის 12 იანვრიდან ბორის გრიზლოვი აირჩიეს „ერთობის“ ფრაქციის ხელმძღვანელად სახელმწიფო დუმაში. 2000 წლის მაისში ბორის გრიზლოვი აირჩიეს
გრიზლოვის სახელთან დაკავშირებულია ლობისტური სკანდალი, ვორონენკოვ-ნოვიკოვის საქმე.[3]
2001 წლის მაისში ბორის გრიზლოვმა დაიცვა დისერტაცია (თემა: „პოლიტიკური პარტიები და რუსული ტრანსფორმაციები. თეორია და პოლიტიკური პრაქტიკა“) სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, მიიღო პოლიტიკის მეცნიერების კანდიდატის ხარისხი.[4]
შინაგან საქმეთა მინისტრობა
რედაქტირებაბორის გრიზლოვი თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში არის შინაგან საქმეთა ერთადერთი მინისტრი, რომელსაც გენერლის სამხედრო წოდება არ აქვს.
2001 წლის 28 მარტს ბორის გრიზლოვი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრად.[1] ერთი თვის შემდეგ, იგი შეიყვანეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში.[5] გრიზლოვის დანიშვნაზე საუბრისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს სუფთა „პოლიტიკური დანიშვნა“ იყო. შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ბორის გრიზლოვმა დაიწყო ბრძოლა თანამდებობის პირების მიერ თანამდებობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან.
მეოთხე მოწვევის დუმაში
რედაქტირება2003 წლის დეკემბერში, სახელმწიფო დუმას არჩევნებში ბორის გრიზლოვი წინასაარჩევნო ბლოკ ერთიანი რუსეთის ცენტრალურ სიაში შევიდა (სერგეი შოიგუსთან, იური ლუჟკოვთან და თათრეთის პრეზიდენტ მინტიმერ შაიმიევთან ერთად). არჩევნების შედეგად, ერთიანმა რუსეთმა საკანონმდებლო ორგანოში მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა.[6] 2003 წლის დეკემბრისთვის, ერთიანი რუსეთის ფრაქციაში დარეგისტრირებული იყო 300 დეპუტატი 447 შესაძლებელიდან.[7]
2003 წლის 24 დეკემბერს ბორის გრიზლოვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომ შესახებ შეატყობინა. იმავე დღეს იგი სათავეში ჩუადგა „ერთიანი რუსეთის“ ფრაქციას.
2003 წლის 29 დეკემბერს გრიზლოვი აირჩიეს მეოთხე მოწვევის სახელმწიფო დუმას თავმჯდომარედ, მას მხარი დაუჭირა 352 დეპუტატმა, სხვა კანდიდატი თავმჯდომარეობაზე არ ყოფილა.[8][9]
მეხუთე მოწვევის დუმაში
რედაქტირება2007 წლის 2 დეკემბერს „ერთიანმა რუსეთმა“, რომელსაც სათავეში უკვე ვლადიმერ პუტინი ედგა, კვლავ გაიმარჯვა სახელმწიფო დუმას არჩევნებში, კვლავაც დიდი სხვაობით. 24 დეკემბერს ბორის გრიზლოვი აირჩიეს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარედ.[10]
2008 წლის მაისში, რუსეთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციის შემდეგ, ბორის გრიზლოვმა დატოვა ერთიანი რუსეთის ლიდერის პოსტი. მის მაგივრად, პარტიის ლიდერი გახდა ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა გრიზლოვი კვლავ დარჩა ერთიანი რუსეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ.
მეექვსე მოწვევის დუმაში
რედაქტირებარუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას მეექვსე მოწვევის არჩევნების (2011 წლის 14 დეკემბერი) შემდეგ ბორის გრიზლოვმა უარი თქვა დუმის თავმჯდომარეობას და დეპუტატის მანდატზე და ახსნა ეს იმით, რომ არ არაა სწორი, ვინმე დუმას ორ ვადაზე მეტს ხელმძღვანელობდეს.[11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Грызлов Борис Вячеславович. Биография // РИА Новости, 24 декабря 2007
- ↑ Спикер Боб. Ахмирова Римма. «Собеседник», 15.02.2005
- ↑ Грязный след: от чего бежит Денис Вороненков
- ↑ Новости NEWSru.com: «Борис Грызлов станет кандидатом политических наук»
- ↑ Указ Президента РФ от 26 апреля 2001 года № 486. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-07. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Борис Грызлов
- ↑ Новости NEWSru.com: «Борис Грызлов избран спикером Госдумы четвёртого созыва», 29 декабря 2003
- ↑ «Ленинградская правда»: «Борис Грызлов избран спикером Госдумы четвёртого созыва», 29.12.2003
- ↑ Председателем «Единой России» единогласно избран Борис Грызлов «NEWSru.com», 27.11.2004
- ↑ Кто возглавлял Госдуму (2016-09-23). ციტირების თარიღი: 2018-10-15.
- ↑ Грызлов решил отказаться от мандата // НТВ, 14 декабря 2011