ბორბალოს ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); ცხემის ქუჩიდან პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში. თავდაპირველად ქეთევანის შესახვევი ერქვა, შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს გრიგორი ზინოვიევის სახელი ეწოდა, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბორბალოს შესახვევი, თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში — როგორც ბორბალოს ქუჩა.

ბორბალოს ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი მთაწმინდა
წინა სახელები ქეთევანის შესახვევი, გრიგორი ზინოვიევის ქუჩა, ბორბალოს შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება