ბორანი — საქველმოქმედო ფონდი საქართველოში. ფონდი შეიქმნა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 2012 წლის 23 თებერვალს. ფონდის სახელწოდება გამომდინარეობს მისი ფუნქციიდან, რომელიც ბორანის მსგავსად სხვადასხვა ნაპირის დაკავშირებაში მდგომარეობს. ფონდი თავად არ ფლობს თანხას, რომელსაც ადმინისტრაცია თავისი შეხედულებებისამებრ გასცემს საჭიროების მქონე ადამიანებისათვის. მისი ამოცანაა დააკავშიროს ეს ადამიანები მათთან, ვისაც დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

საქველმოქმედო ფონდი ბორანი
დევიზი გახდი მებორნე, გახდი ფილანთროპი!
შეიქმნა 23 თებერვალი, 2012
ემსახურება რეგიონს საქართველოს დროშა საქართველო
მნიშვნელოვანი პირები ლევან ღამბაშიძე, სიმონ ჯანაშია
მშობელი ორგანიზაცია კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

ფონდის მიზნები

რედაქტირება
  • საზოგადოების ფენებს შორის კავშირების შექმნა;
  • საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება მათი პრობლემების მოგვარებაში;
  • საჭიროების მქონე ადამიანების დაკავშირება მათთან, ვისაც სხვისთვის დახმარების აღმოჩენა სურს და ამ კომუნიკაციის განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
  • ქველმოქმედების იდეის გავრცელება და ქველმოქმედების კულტურის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა

ფონდის ინსტრუმენტი

რედაქტირება

ფონდის მუშაობის მთავარი ინსტრუმენტი არის საიტი, რომელზეც თავსდება ინფორმაცია ადამიანებისა და მათი საჭიროებების შესახებ. ნებისმიერ მომხმარებელს, შეუძლია მისთვის სასურველი თანხა გადარიცხოს საიტზე განთავსებულ ნებისმიერ ადამიანის საჭიროების მოსაგვარებლად. აუცილებელი თანხის შეგროვების შემდეგ კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეისყიდის საჭირო ნივთს და გადასცემს მის მომთხოვნს. საგნის გადაცემის შემდეგ საიტზე დაიდება გადაცემის ამსახველი ფოტო მასალა და აგრეთვე ყველა დოკუმენტი, რომელიც შესყიდვის დროს გაიცემა მყიდველზე.

ფონდის მახასიათებლები

რედაქტირება
  1. დემოკრატიულობა - ფონდი ხელს უწყობს საზოგადოების წევრებს შორის ჰორიზონტალური ურთიერთობების განვითარებას.
  2. გამჭვირვალობა/სანდოობა - ფონდი უზრუნველყოფსთითოეულ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის(დოკუმენტაციის, აუდიო და ფოტო მასალის) ფონდის საიტზე გამოქვეყნებას. ასევე ფონდი მუდმივად ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ, რომელიც საზოგადოების აქტიური წევრებისგან შედება.
  3. მრავალჯერადობა - ფონდის საქმიანობა არ არის ერთჯერადი თუ სეზონური ხასიათის და ეფუძნება სოციალური ქსელების ფუნქციონირების პრინციპს.
  4. მომხმარებელზე ორიენტირებულობა - ქველმოქმედს აქვს შესაძლებლობა მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მიმღების შესახებ. მას შეუძლია საიტის მეშვეობით რეალურ დროში აკონტროლოს პროექტის მიმდინარეობა, რომელშიც ერთვება.
  5. ეფექტურობა - ფონდის ფუნქციონირების სპეციფიკა ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
  6. ღირებულებების დამკვიდრება - ფონდი საშუალებას იძლევა უსასრულოდ ბევრი ადამიანის ჩართვას არა მხოლოდ თანხის გადარიცხვის არამედ ინფორმაციის მოძიების და საჭიროების გადაცემის პროცესში. ეს ბიძგს აძლევს ქველმოქმედების კულტურის გავრცელებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება