ბოლოკოური

მთა საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ბოლოკოურიმთა საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ზემო დინებისა და მისი მარცხენა შენაკადის — ქერშავეთის წყალგამყოფზე (მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება). სიმაღლე ზღვის დონიდან 2312,4 მ. აგებულია პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით. ბოლოკოურის ჩრდილოეთი ციცაბო კალთა შემოსილია შერეული ტყით, მწვერვალი — სუბალპური მდელოებით, რომლებსაც საზაფხულო საძოვრად იყენებენ.[2]

ბოლოკოური
კოორდინატები: 41°51′45″ ჩ. გ. 42°55′35″ ა. გ. / 41.862500° ჩ. გ. 42.926389° ა. გ. / 41.862500; 42.926389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2312,4 
ქედი მესხეთის ქედი
ბოლოკოური — საქართველო
ბოლოკოური
ბოლოკოური — იმერეთის მხარე
ბოლოკოური
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 37.
  2. ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 460.