ბოლოთქმა
ბოლოთქმა, ბოლოსიტყვაობა, მხატვრული ან მეცნიერული თხზულებისათვის ავტორის, აგრეთვე სხვათა მიერ (კრიტიკოსი, შემდგენელი, რედაქტორი) დართული დამატება. ბოლოთქმა ნაკლებ უკავშირდება სიუჟეტის განვითარებას. იგი განმარტავს, აზუსტებს ან განაზოგადებს ნაწარმოების იდეას, რომელიმე ცალკეულ საკითხს, შეიძლება შეიცავდეს ბიოგრაფიულ ცნობებსაც ავტორის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 455.