ბოლნისის წმინდა გიორგის ეკელესია
ბოლნისის წმინდა გიორგის ეკელესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოლნისში.
აღწერა
რედაქტირებაქალაქ ბოლნისში, 8 მარტის ქუჩაზე დგას დარბაზული ეკლესია, რომლის გარეგანი მოცულობა გართულებულია აღმოსავლეთიდან შვერილი აფსიდით, ხოლო დასავლეთიდან სამრეკლო-კარიბჭით. ეკლესია აგებულია დაუმუშავებელი ქვით. კუთხეებსა და კარ-სარკმლებზე გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრები. გრძივ კედლებს კონტრფორსები გააჩნია. ეკლესია ორფერდა სახურავშია მოქცეული. ასევე უნდა ყოფილიყო გადახურული სამრეკლოც, შვერილ აფსიდას კი ნახევარსფერული გადახურვა აქვს. ეკლესიის მთავარი კორპუსი გაცილებით მაღალია. სამრეკლო-კარიბჭე და საკურთხეველი კი ერთ დონეზეა. გეგმით კვადრატული ეკლესიის შვერილი საკურთხეველი ინტერიერში სოლეით არის გამოყოფილი. შიდა სივრცე განათებულია აღმოსავლეთიდან ორი, დასავლეთი და გრძივი კედლებიდან თითო ფართე თაღოვანი სარკმლებით. შესასვლელი ეკლესიაში მოთავსებულია უშუალოდ კარიბჭე-სამრეკლოდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42640