ბოლიხამსაის პროვინცია
ბოლიხამსაის პროვინცია (ლაოს. ບໍລິຄໍາໄຊ) — ლაოსის პროვინცია. ადმინისტრაციულად იყოფა პაქსანის, თაფაბატის, პაკადინგის, ბორიხანეს, ვიენგთონგის და ხამკეუტის რაიონებად, პროვინციის დედაქალაქია პაქსანი.[1] პროვინციაში მდებარეობს კაშხალი ნამ-თეუნ-2, ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტრო პროექტი.[2]
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ბოლიხამსაის პროვინცია | ||
ქვეყანა | ლაოსი | |
ადმ. ცენტრი | პაქსანი | |
შიდა დაყოფა | Paksane District, Thaphabat District, Pakkading District, Borikhane District, Khamkeut District, Viengthong District და Xaichamphon | |
კოორდინატები | 18°23′00″ ჩ. გ. 103°39′00″ ა. გ. / 18.38333° ჩ. გ. 103.65000° ა. გ. | |
ფართობი | 14863 კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | |
| ||
ბოლიხამსაის პროვინციის ფართობია 14 863 კმ².[3] ბოლიხამსაის პროვინციას ესაზღვრება სიანგხუანგის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთით, ვიეტნამი აღმოსავლეთით, ხამუანის პროვინცია სამხრეთით და ტაილანდი დასავლეთით. პროვინცია მოიცავს ანამიტის ქედს, რომელიც აღმოსავლეთით ვიეტნამამდე გრძელდება, ხოლო დასავლეთით მდებარეობს მდინარე მეკონგი და ტაილანდი. ბოლიხამსაისა და ხამუანის პროვინციებში მდებარეობს ნაკაი-ნამ-თეუნის ეროვნული პარკი, რომლის ფართობია 3 700 კმ² და ამ მონაცემებით იგი ლაოსის მესამე უდიდესი დაცული ტერიტორიაა.
ისტორია
რედაქტირებაპროვინცია თავისი ისტორიის მანძილზე სიამელთა შემოსევებს განიცდიდა. პაქსანის დაარსება XIX საუკუნის ბოლოთი თარიღდება. 1836 წელს სიამელებმა ლაოსზე სიუზერენიტეტი დაამყარეს. 1865 წლის შემდეგ, "ჰოების", სამხრეთ ჩინეთიდან მოსული ჩინური ბანდების შემოსევებმა გავლენა იქონია სიენგხუანგისა და ბოლიხამსაის (ბორიხანეს) პროვინციებზე. 1876 წელს სიამის მეფემ, რამა V-მ, ბრძანა 1874 წლის ჰოს შემოსევის ბოლო გადარჩენილი ადამიანებით მუონგ-ბორიხანეს შექმნა. მუონგ-ბორიხანე ნონგ-ხაის გუბერნატორის ხელისუფლების ქვეშ მოექცა.
1890-იან წლებში პარიზის უცხოური მისიების ქრისტიანი მისიონერები ჩავიდნენ მდინარე მეკონგის აუზში, ნამ სანეს შესართავიდან რამდენიმე მილში. მათ ააშენეს ეკლესია პაქსანში. 1911 წლისთვის მუონგ-ბორიხანეში დაახლოებით 61 სოფელი იყო, სადაც დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობდა. 1937 წლისთვის პაქსანის მოსახლეობა რამდენიმე ათასამდე გაიზარდა.
თანამედროვე პროვინცია 1986 წელს შეიქმნა ვიენტიანისა და ხამუანის პროვინციების ნაწილებისგან. უახლეს პერიოდში პროვინციაში რელიგიური დაძაბულობა გამოვლინდა. 2005 წლის თებერვალში ბორიხანის რაიონის სოფელ კოკ-პოჰში 100 სოფლელი აიძულეს გაეყიდათ თავიანთი ქონება და მომზადებულიყვნენ გამოსახლებისთვის, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება ჩაერია ამის შესაჩერებლად.[4]
გეოგრაფია
რედაქტირებაბოლიხამსაის პროვინციას ესაზღვრება სიანგხუანგის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთით, ვიეტნამი აღმოსავლეთით, ხამუანის პროვინცია სამხრეთით და ტაილანდი დასავლეთით.
ბოლიხამსაის პროვინციას აქვს უსწორმასწორო რელიეფი, დიდი ლოდებითა და ნაკადულებით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 140 მეტრიდან 1 588 მეტრამდე.[5] მთავარი მდინარეა ნამ-კადინგი, მეკონგის შენაკადი; მისი წყალშემკრები აუზი მოიცავს პროვინციის ფართობის დაახლოებით 92 %-ს. სხვა მთავარი მდინარეებია ნამ-მუანი, ნამ-სატი და ნამ-ტეკი. აღსანიშნავი ჩანჩქერებია ტად-ლეუკი, ტად-ქსეი და ტად-ქსანგი.[5] პროვინციის ყველაზე გრძელი მთათა სისტემაა ფოუ-ლუანგის ქედი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართება, ფოუ-აოს ქედი — სამხრეთ-აღმოსავლეთით; თალაბატის ქედი — ჩრდილო-დასავლეთით და პა-გუანგის ქედი — ჩრდილო-აღმოსავლეთით. ხამხეუთის რაიონში არის კარსტული კირქვის ლანდშაფტი, რომელიც სავარაუდოდ ამ ტიპის უდიდესი ფორმაციაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მრავალი კლდოვანი მწვერვალი ქმნის ქვის ტყეს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის კირქვის ფორმაციების მსგავსია.[1]
დაცული ტერიტორიები
რედაქტირებანაკაი-ნამ-თეუნის ეროვნული პარკის ფართობია 4 270 კმ² და მდებარეობს ბოლიხამსაისა და ხამუანეს პროვინციებში, იგი არის ფართობით მესამე უდიდესი დაცული ტერიტორია ლაოსში.[6] პარკი მოიცავს შერეულ ნახევრად-ტროპიკულ ტყეებს, რომლებიც გვხვდება ინდოჩინეთის დიდ ტერიტორიებზე.[7] ნამ-კადინგის ეროვნული დაცული ტერიტორიისა და ფოუ-ხაო-ხუაის ეროვნული დაცული ტერიტორიის ჭარბტენიანი ტერიტორიები იზიდავს მრავალ გადამფრენ ფრინველს. აქ ასევე ბინადრობს დაახლოებით 13 გლობალურად და 12 რეგიონალურად გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვარი, როგორიცაა აზიური შავი დათვი, ღრუბლიანი ლეოპარდი, სპილო, გიგანტური მუნტჯაკი, გაური, მალაიური დათვი, ვეფხვი და როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის თეთრლოყა გიბონი.
ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) დიდი მეკონგის პროგრამის ფარგლებში, პროვინციის ორ სატყეო ტერიტორიაზე ჩატარდა კვლევები მდგრადი მოსავლისა და წარმოების შესაფასებლად, რადგან ის მნიშვნელოვან შემოსავალს უზრუნველყოფს მეკონგის რეგიონის სოფლის დასახლებებისთვის. გამოკვლეული სატყეო ტერიტორიები მოიცავს 349 ჰა ტყის ფართობს ბან-სუპფუანში (ნონგ-კანისა და ფუ-სანგნოის სოფლები) და 364 ჰა ფონთონგში.[8]
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება შემდეგი რაიონებისაგან:[1]
რუკა | კოდი | სახელი | მშობლიური სახელი |
---|---|---|---|
11–01 | პაქსანის რაიონი | ເມືອງປາກຊັນ | |
11–02 | თაფაბატის რაიონი | ເມືອງທ່າພະບາດ | |
11–03 | პაკადინგის რაიონი | ເມືອງປາກກະດິງ | |
11–04 | ბორიხანეს რაიონი | ເມືອງບໍລິຄັນ | |
11–05 | ხამკეუტის რაიონი | ເມືອງຄຳເກີດ | |
11–06 | ვიენგთონგის რაიონი | ເມືອງວຽງທອງ | |
11–07 | საიჩამფონის რაიონი | ເມືອງໄຊຈໍາພອນ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Destination: Borikhamxay Province. Laos Tourism Organization. ციტირების თარიღი: 1 December 2012
- ↑ Ray, Nick (11 September 2009). Lonely Planet Vietnam Cambodia Laos & the Greater Mekong. Lonely Planet, გვ. 321–. ISBN 978-1-74179-174-7.
- ↑ Home. Regions. Official website of Laos Tourism. ციტირების თარიღი: 7 January 2013
- ↑ Marshall, Paul A. (28 December 2007). Religious freedom in the world. Rowman & Littlefield Publishers. ISBN 978-0-7425-6212-7.
- ↑ 5.0 5.1 The Lao National Tourism Administration. Bolikhamxay Province. Ecotourism Laos. GMS Sustainable Tourism Development Project in Lao PDR. ციტირების თარიღი: 1 December 2012
- ↑ Lao PDR's Nakai Nam Theun National Park to join leading protected areas in Southeast Asia, nominated to IUCN’s Green List (18 August 2020). ციტირების თარიღი: 2 February 2021
- ↑ Improved management of the Nam Kading National Protected Area of Bolikhamxay Province, Lao PDR. CBD Protected Areas. ციტირების თარიღი: 30 November 2012თარგი:Nonspecific
- ↑ Campbell, Roderick. (June 2009) Technical Report Non Timber Forest Product inventory and value in Bolikhamsai Province, Lao PDR (pdf). Lao Agriculture Database. National Agriculture and Forestry Research Institute. ციტირების თარიღი: 30 November 2012