ბოლივიის პოლიტიკური სისტემა
ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა, სადაც ბოლივიის პრეზიდენტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება კი გაყოფილია მთავრობასა და ორპალატიან პარლამენტს შორის. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისაგან.
ბოლივიის ამჟამინდელი კონსტიტუცია[1] მიღებულია 2009 წელს, საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად. კონსტიტუციის მიხედვით ბოლივია უნიტარული, სეკულარული სახელმწიფოა.