ბოკი (კუნძული)
ბოკი (გერმ. Bock) — გერმანიის დაუსახლებელი კუნძული ბალტიის ზღვაში. მდებარეობს ჰიდენზეეს სამხრეთით და მიეკუთვნება მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეს.
კუნძული ხელოვნურადაა გამოყოფილი სტარლსუნდის სრუტით. წარმოადგენს ბუნების ნაკრძალს და შედის დასავლეთ პომერანიის ლაგუნების ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- INSEL BOCK დაარქივებული 2011-09-16 საიტზე Wayback Machine.