ბოიუქ-ზირის შუქურა

ბოიუქ-ზირის შუქურა (აზერ. Böyük Zirə mayakı) — მოქმედი შუქურა ბოიუქ-ზირას კუნძულის ჩრდილოეთით, კასპიის ზღვაში აზერბაიჯანში.

ბოიუქ-ზირის შუქურა

შუქურა ამოქმედდა 1884 წლიდან. იგი გზას უნათებდა გემებს, რომლებიც ღამით ბაქოს სრუტეში შედიოდნენ. 1907 წლამდე ამ ფუნქციას ასრულებდა ქალწულის კოშკი. მაგრამ, როდეასც ბაქოს შუქებმა გადაფარეს მისი ნათება, ნარგინი (ადრე მას უწოდებდნენ კუნძულს) გახდა მეზღვაურების გზისმკვლევი. გემებს გზას უნათებდა ნავთის ფითილიანი ლამპიონი, მე-4 ხარისხის შუქოფტიკური აპარატით[1]. ნარგინის შუქურა, რომელიც ნათთებოდა აცეტილენით, რუსეთის იმპერიაში იყო პირველი შუქურა, რომელიც განათებული იყო ასეთი საშუალებით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შუქურა ნარგინზე ააფეთქეს, იმის გამო, რომ არ მიექციათ ფაშისტების ავიაციის ყურადღება და დაყენებული იყო საზენიტო ქვემეხები. 1958 წელს შუქურა აღდგენილი იქნა და მუშაობს დღემდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება