ბოდიშს ვიხდი (კამპანია)

„ბოდიშს ვიხდი“ („Özür Diliyorum“) — ონლაინ კამპანია, გაშვებული თურქეთში 2008 წლის დეკემბერში მრავალი ჟურნალისტის, პოლიტიკოსისა და პროფესორის მიერ, როგორც მოწოდება კოლექტიური ბოდიშის მოხდისთვის სომეხთა გენოციდისთვის, რომელსაც კამპანია უწოდებს „უდიდესი კატასტროფა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სომხებს დაემართა 1915 წელს.“[1] კამპანია დაიწყეს პროფესორმა აჰმეტ ინსელიმ, პოლიტიკოსებმა ბასკინ ორანიმ, ჯანგიზ აქტარიმ და ჟურნალისტმა ალი ბაირამოღლუმ.[2] კამპანია გამოხატავს წუხილს, რომ სომეხთა მოთხოვნა, 1915 წლის გენოციდის აღიერბის, აქტიურ წინააღმდეგობას ხვდება თურქეთში. გაშვებიდან 24 საათში კამპანიამ 5,000 ხელმოწერა შეაგროვა და 2009 წლის იანვრისთვის – 30,000-ზე მეტი.[3][4] თურქეთში კამპანიამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.[5][6]

კამპანია

რედაქტირება

კამპანაი ხორციელდება ონლაინ; საიტის ვიზიტორებს სთავაზობენ ხელი მოაწერონ შემდეგ წინადადებას:[1]

ჩემი სინდისი არ სცნობს უგულობას, რომლითაც ხდება იმ დიდი კატასტროფის უარყოფა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სომხებს დაემართა 1915 წელს. მე ვუარყოფ ამ უსამართლობას და ვუთანაგრძნობ ჩემს მოძმე სომხებს. ბოდიშს ვუხდი მათ.

კამპანიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ინიციატივა არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. არამედ, პერსონალურ და ინდივიდუალურ მოტივებზეა დაფუძნებული.[7]

ვებგვერდი ბევრ სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი, მათ შორის არაბულზე, სომხურზე, ინგლისურზე, ბეძნულზე და რუსულზე.[1] ბოლო მონაცემებით, კამპანიას აქვს 32 000-ზე მეტი ხელმოწერა.[1]

რეაქციები

რედაქტირება
  • თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „მე არ ვაღიარებ და არც მხარს ვუჭერ ამ კამპანიას. ჩვენ არ ჩაგვიდენია დანაშაული, შესაბამისად ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება. ამას არ ექნება რაიმე სარგებელი; მხოლოდ არევს სიტუაციას, დაარღვევს ჩვენს მშვიდობას და გააუფასურებს უკვე გადადგმულ ნაბიჯებს.“ „როგორც ჩანს მაგ თურქმა ინტელექტუალებმა ჩაიდინის გენოციდი, რახან ბოდიშს იხდიან.“[5][8]
  • ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ (ნმპ), ულტრამემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა: „თურქული ნაციის ღირსეულ ისტორიაში ერთი გვერდიც არ არის რომლის გამოც უნდა გვრცხვენოდეს; არც დანაშაულია რომლის გამოც ბოდიშს უნდა ვიხდიდეთ. არავის აქვს უფლება შეურცყოს ჩვენი წინაპრები ისტორიის შეცვლით, გამოაცხადოს ისინი დამნაშავე და ბოდიში მოითხოვოს.“[8]
    • დევლეტ ბახჩელიმ, ნმპ-ს ლიდერმა, ასევე განაცხადა: „არავის აქვს უფლება შეურაცჰყოს ჩვენი წინაპრები, წარმოაჩინოს ისინი როგორც კრიმინალები და ბოდიში მოითხოვოს.“[9]
  • ისტორიკოს სიმელატინ ტასკირანის თქმით: „ეს არის უდიდესი ღალატი ჩვენი წინაპრებისადმი.... კამპანია წამოიწყეს, რომ ევნოთ თურქი ერის ერთიანობისთვის და მოემზადებინათ ნიადაგი თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარების.“[10]
  • პენსიაზე გასული 60 თურქი დიპლომატის აზრით ეს ინიციატივა „უსამართლოა, მცდარი და არახელსაყრელია ნაციონალური ინტერესებისთვის.“[9]
  • აზერბაიჯანელმა პოეტმა და მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატმა ზელიმჰან იაკუპმა დაწერა ლექსი სათაურით „არც ერთმა თურქმა უნდა მოიბოდიშოს, როდისმე“ (თურქული: Türk Yağıdan Özür Dilemez).[11]

ხელმომწერებმა მიიღეს ბევრი სიკვდილის მუქარა.[7] ეცე ტემელკურანმა (ერთ-ერთმა ხელმომწერმა) განაცხადა, რომ მიიღო 200 ელ-წერილი ხელმოწერის შემდეგ, აქედან 150 იყო მუქარა.[7]

მოსამრთლე ჰაკი იალჩინკაიამ გამოსცა ბრძანება, რომ საიტი 'ozurdiliyoruz.com' უნდა გამოირთოს და ხელილმომწერნი უნდა დაისაჯონ 301 მუხლის მიხედვით (სადავო მუხლი, რომლის მიხედვითაც უკანონოა თურქეთის, თურქული ეთნოსის და თურქეთის მთავრობის შეურაცხყოფა).[12]

ცნობილი ხელმომწერნი

რედაქტირება

კამპანიის ცნობის ხელმომწერთა შორის არიან:[1]

  • Cem Ozdemir
  • ლეილა ზანა
  • Adalet Ağaoğlu
  • Fethiye Çetin
  • Halil Berktay
  • Hasan Cemal
  • Murat Belge
  • Yavuz Bingöl
  • Orhan Kemal Cengiz
  • Ufuk Uras
  • Selahattin Demirtaş
  • Lale Akgün
  • Pınar Selek
  • Enis Batur
  • Filiz Koçali
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 "Ozur Diliyoruz Front Page".
  2. "Aydınlardan kampanya: Ermenilerden Özür diliyorum".
  3. "Türkei: Erdogan lehnt Entschuldigung bei Armeniern ab".
  4. Shahnazarian, Nora (2009).
  5. 5.0 5.1 Tait, Robert (17 December 2008).
  6. Aydintasbas, Asli (12.26.08).
  7. 7.0 7.1 7.2 "Kampanyayı lince dönüştürdüler" დაარქივებული 2012-08-01 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links.
  8. 8.0 8.1 Özyürek, Esra (5 January 2009).
  9. 9.0 9.1 "Turks apologize for Armenian massacres".
  10. Sassounian, Harut (18 December 2008).
  11. "Türk Yağıdan Özür Dilemez!" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  12. ""Özür diliyorum" yine takip altında".

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება