ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია

ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია იგივე ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესიატაძარი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ბოდავისხევის ხეობაში. ხუროთმოძღვრული ფორმებით XIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება.

ფუძნარი
ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია — საქართველო
ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°08′44″ ჩ. გ. 44°50′40″ ა. გ. / 42.14556° ჩ. გ. 44.84444° ა. გ. / 42.14556; 44.84444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ბოდავი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა წილკნისა და დუშეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სწორკუთხოვანი ჯვარი
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

არქიტექტურა

რედაქტირება

გუმბათოვანი ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს სწორკუთხედში ჩასახული ჯვარი. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივეს შესასვლელი ტაძრის მკლავებიდან აქვს. კედლები ძირთადად ნატეხი ქვითაა ნაგები, ხოლო კარ-სარკმლები, კარნიზები, გუმბათის ყელი და კოსნტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები — სუფთად გათლილი შირიმის კვადრებით. თაღები ისრისებრია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების მეშვეობით. გუმბათის ყელში გაჭრილი 12 სარკმელი შემკულია პროფილირებული საპირეებით. ძეგლი გადახურულია კარვისებრი სახურავით. XV და XVI-XVII საუკუნეებში ეკლესია შეაკეთეს — თაღები, პილასტრები და გუმბათის ყელის მნიშვნელოვანი ნაწილი შირიმის თლილი ქვით გაამაგრეს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მცირე ზომის ეგვტერი მიაშენეს. ეკლესიის ირგვლივ გალავნის ნაშთია, რომლის ჩრდილო-დასავლეთით საცხოვრებელ ნაგებობათა ნანგრევებია.

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე არის წარწერა რომელიც სრულად არ იკითხება:

 
„ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა... დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე... წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა... ეკლესია...[1]

რესტავრაცია

რედაქტირება
 
ტაძრის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

2012 წლისთვის ტაძარს განადგურება ემუქრებოდა. ჩამოშლილი იყო გუმბათის ყელი, თითქმის განადგურებული იყო კამარები, ჩამონგრეული იყო კედლების ზემოთა ნაწილები და ლავგარდანი. 2012—2014 წლებში ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით.[2][3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, თბილისი, 1997, გვ. 452
  1. საქართველო და მსოფლიო: ფუძნარი და არხალი – თიანეთი
  2. ფუძნარის გუმბათზე ხვალ ჯვარს აღმართავენ. ინტერპრესნიუსი (24 აგვისტო, 2014). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2016.
  3. ფუძნარის ეკლესია აღდგა. დუშეთის მუნიციპალიტეტი (4 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2016.