ბოგდან კნუნიანცი (დ. 14 ნოემბერი, 1878, ჯამიათი — გ. 14 მაისი, 1911, ბაქო) — სომეხი რევოლუციონერი, ბოლშევიკი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1896 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1897 წლიდან დაიწყო რევოლუციური საქმიანობა. 1901 წელს გადაასახლეს ბაქოში. 1902 წელს მონაწილეობდა სომეხ სოციალ-დმეოკრატთა კავშირის შექმნაში. 1904 წლის თებერვალში დააპატიმრეს მოსკოვში. 1905 წლის დეკემბერში კვლავ დააპატიმრეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. 1907 წელს გაიქცა საზღვარგარეთ. მონაწილეობა მიიღო II ინტერნაციონალის შტუტგარტის კონგრესში და რსდმპ IV კონფერენციაში ჰელსინგფორსში. შემდეგ მოღვაწეობდა ბაქოში, სადაც 1910 წელს დააპატიმრეს და პატიმრობაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება