მთავარი მენიუს გახსნა

რობერტ უილიამ „ბობ“ ჰოსკინს უმცროსი (ინგლ. Bob Hoskins დ. 26 ოქტომბერი, 1942 — გ. 29 აპრილი, 2014[1]) — ინგლისელი მსახიობი, ცნობილი კოკნებისა და განგსტერების განსახიერებით. 1986 წელს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო ოსკარის ნომინაცია. აქტიურად თანამშრომლობდა რეჟისორებთან, რომელთა შორის იყვნენ რობერტ ზემეკისი, ტერი გილიამი და სტივენ სპილბერგი. მისი ცნობილი ფილმებია „ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი“ (1988), „კაუჭა“ (1991), „ნიქსონი“ (1995), „ფიფქია და მონადირე“ (2012) და სხვები. „ფიფქია და მონადირე“ მისი უკანასკნელი კინოროლი იყო, პარკინსონის დაავადების დიაგნოზის შემდეგ ჰოსკინსმა კარიერა შეწყვიტა. 2014 წელს ის ფილტვების ანთებით 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბობ ჰოსკინსი
Bob hoskins filming ruby blue cropped.jpg
დაბ. თარიღი 26 ოქტომბერი, 1942
ბერი სენტ ედმუნდსი, დასავლეთი საფოლკი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი 29 აპრილი, 2014 (71 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1969–2012
მეუღლე(ები) ჯეინ ლივსი (1967–1978; გაშორდა; 2 შვილი)
ლინდა ბენუელი (1982–2014; ჰოსკინსის გარდაცვალებამდე; 2 შვილი)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

1986 — მონა ლიზა
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი

1986 — მონა ლიზა
სხვა ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის

1986 — მონა ლიზა

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1981 ხანგრძლივი ვნებიანი პარასკევი The Long Good Friday ჰაროლდ შენდი
1982 პინკ ფლოიდი: კედელი Pink Floyd – The Wall პინკის მენეჯერი
1983 საპატიო კონსული The Honorary Consul პოლკოვნიკი პერესი
1984 კოტონ კლუბი The Cotton Club ოუნი მადენი
1985 ბრაზილია Brazil სპური
1986 მონა ლიზა Mona Lisa ჯორჯი
1988 ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი Who Framed Roger Rabbit ედი ვალიანტი
1991 კაუჭა Hook სმი
1993 სუპერძმები მარიო Super Mario Bros. მარიო მარიო
1995 ნიქსონი Nixon ედგარ ჰუვერი
1996 ცისარტყელა Rainbow ფრენკ ბეილი
1999 დევიდ კოპერფილდი David Copperfield მიოუბერი
2004 ამაოების ბაზარი Vanity Fair სერ პიტ კრავლი
2005 ძაღლი დენი Danny the Dog ბარტი
2012 ფიფქია და მონადირე Snow White and the Huntsman მური

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Twitter / BBCBreaking: Actor Bob Hoskins has died. Twitter.com. წაკითხვის თარიღი: 30 April 2014.