ბობ კროსბი
ჯორჯ რობერტ კროსბი (ინგლ. George Robert Crosby; დ. 23 აგვისტო, 1913 — გ. 9 მარტი, 1993) — ამერიკელი ჯაზის მომღერალი, მსახიობი და რადიოწამყვანი, რომლის მუსიკა ძირითადად მოიცავდა ბიგ-ბენდის სვინგის და დიქსილენდის ჟანრებს.
ბობ კროსბი | |
---|---|
კროსბი 1953 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯორჯ რობერტ კროსბი |
დაბ. თარიღი | 23 აგვისტო, 1913 |
დაბ. ადგილი | სპოკანი, ვაშინგტონი, აშშ |
გარდ. თარიღი | 9 მარტი, 1993 (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ლა-ხოლია, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | სვინგი, ბიგ-ბენდი, დიქსილენდი |
საქმიანობა | მუსიკოსი |
აქტიური | 1931–1960-იანები |
ბობ კროსბი ვიკისაწყობში |
კროსბი დაიბადა 1913 წლის 23 აგვისტოს, სპოკანში, ვაშინგტონის შტატი,[1] ჰარი კროსბისა და კეთრინ ჰერიგანის ოჯახში. კროსბიმ მუსიკალური კარიერა დაიწყო 1931 წელს, როდესაც შეუერთდა მუსიკალურ ჯგუფ Rhythm Boys-ს. 1960 წლის 8 თებერვალს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა ბობ კროსბის ვარსკვლავი.[2]
1993 წლის 9 მარტს, ლა-ხოლიაში (კალიფორნია) კროსბი 79 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Leo Walker: The Big Band Almanac. Ward Ritchie, Pasadena 1978.
- George T. Simon: The Big Bands. Vorwort von Frank Sinatra. 4. Auflage. Schirmer, New York und Macmillan, London 1981, S. 131–139.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბობ კროსბი“ ვიკისაწყობში.
- Big Band Library: ბობ კროსბი
- Pandora: ბობ კროსბი
- Radio Lovers: The Bob Crosby Show ეილინ ბერტონთან ერთად
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Yanow, Scott Swing (en). Hal Leonard Corporation, გვ. 37-39. ISBN 9781617744761. ციტირების თარიღი: 23 March 2017.
- ↑ Bob Crosby. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2017.
- ↑ New York Times (10 მარტი, 1993): Obituary: Bob Crosby