ბოაკი
ბოაკი (ოფიციალურად ბოაკის მუნიციპალიტეტი; ტაჯ. Bayan ng Boac) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი მარინდუკეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 57 283 ადამიანს შეადგენს და მარინდუკეს მასშტაბით ყველაზე დასახლებული ქალაქია.[2]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბოაკი ინგლ. Municipality of Boac | |
ქვეყანა | ფილიპინები |
შიდა დაყოფა | Apitong და Balagasan |
კოორდინატები | 13°27′00″ ჩ. გ. 121°50′00″ ა. გ. / 13.45000° ჩ. გ. 121.83333° ა. გ. |
დაარსდა | 8 დეკემბერი, 1622 |
ფართობი | 212.70 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 90 მეტრი |
მოსახლეობა | 57 283 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 42 |
საფოსტო ინდექსი | 4900 |
ოფიციალური საიტი | http://www.boac.gov.ph/ |
ბოაკი კუნძულ მარინდუკეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან მოგპოგი ესაზღვრება, დასავლეთიდან ― ტაიაბასის ყურე და სიბუიანის ზღვა, აღმოსავლეთიდან ― ტორიხოსის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთიდან ― გასანისა და ბუენავისტის მუნციციპალიტეტები.
ბოაი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც მორიონესის ფესტივალი იმართება. მუნიციპალიტეტში მარინდუკეს არაერთი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, მათ შორის: ბოაკის საკათედრო ტაძარი, სამეფო სახლი (Casa Real), ლაილაის პორტი და პაიეს ბრძოლის ადგილი. მუნიციპალიტეტში მდებარეობს ფილიპინების ეროვნული მუზეუმის მარინდუკეს განყოფილება.
ეტიმოლოგია
რედაქტირებატოპონიმი ბოაკი მომდინარეობს სებუანური სიტყვიდან ბუ-აკ, რომელიც ტაგალური სიტყვა ბი-აკიდან და სამხრეთ ტაგალურიბა-აკიდანაა მიიღებული. სახელწოდება ქალაქის განლაგებაზე მიანიშნებს, რომელსაც მდინარე ბოაკი ჰყოფს. მდინარე ცენტრალური მარინდუკედან და ბალაგბანგის მთიანეთიდან დასავლეთ სანაპიროსკენ, ტაიაბასის ყურისა და სიბუიანის ზღვის გასწვრივ მიედინება.[3] სხვა ვერსიის თანახმად, მუნიციპალიტეტის სახელწოდება მომდინარეობს ტაგალური ტერმინიდან ბულვაკ, რაც მდინარი ბოაკის ესტუარებსა და შესართავთან სწრაფ დინებას აღნიშნავს.
ისტორია
რედაქტირებამიგელ დე ლოარკას ნაშრომში Relacion de las Uslas Filipinas (1582-1583) აღნიშნულია, რომ კუნძულის ადგილობრივი მკვიდრები პინტადოები (მოხატული ადამიანები) ან ტატუებიანი ადამიანები არიან და ჩრდილოეთ და სამხრეთ კამარინესისა და ვისაიასის კუნძულების სხვა მკვიდრებს ჰგვანან.
1580 წელს კუნძულ მარინდუკეზე ე.წ. ვისიტა (visita) დაარსდა, რომელსაც მონსერატ-დე-მარინდუკე ეწოდა. იგი დღევანდელი ბოაკის ტერიტორიას მოიცავდა. ვისიტას მინისტრის თანამდებობით მისიონერი ალონსო ბანოლი მართავდა.
XVII საუკუნის შუა ხანებში მუსლიმი მეკობრეების ჯგუფმა სამხრეთ ფილიპინებიდან ბოაკს ალყა შემოარტყა ლაილაის სანაპიროს გასწვრივ, მოგვიანებით კი მდინარე ბოაკთან მდებარე პობლასიონთან. ადგილობრივებმა ბოაკის ტაძრის სიმაგრეს შეაფარეს თავი. მამაკცები გარე კედლებს იცავდნენ თავდასხმებისგან. ალყის მესამე დღეს საკვების დეფიციტი დაიწყო და ცხადი გახდა, რომ სიმაგრე დაეცემოდა. გადარჩენილები მხურვალედ ლოცულობდნენ მარიამ ღვთისმშობლის სახელზე და მტრებისგან დახსნას სთხოვდნენ. ლეგენდის თანახმად, ყურეში ძლიერი ქარიშხალი ამოიჭრა, რომელსაც კოკისპირული წვიმა და ჭექა-ქუხილი მოჰყვა. ქარიშხალთან ერთად სიმაგრის გალავნის თავზე მდგარი მშვენიერი ქალბატონის გამოსახულება გამოჩნდა, როემლსაც ხელები ჰქონდა გაშლილი. შეშინებულმა მეკობრეებმა თავიანთ ვინტებს მიაშურეს და კუნძული დატოვეს.[4]
გეოგრაფია
რედაქტირებაბოაკი სიდიდით მესამე მუნიციპალიტეტია მარინდუკეს ექვს მუნიციპალიტეტს შორის, სანტა-კრუსისა და ტორიხოსის შემდეგ. მას პროვინციის ყველა მუნიციპალიტეტი ესაზღვრება: ჩრდილოეთით ― მოგპოგი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ― სანტა-კრუსი, აღმოსავლეთით ― ტორიხოსი, სამხრეთით ― ბუენავისტა და სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით ― გასანი.
მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი ბორცვებითა და მთებით, აღმოსავლეთი ნაწილი ― დაბლობი ზოლებით, დასავლეთი კი გრძელი სანაპირო ხაზითაა დაფარული. ყველაზე გრძელი მდინარე ბოაკია, რომელიც სათავეს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მთებში იღებს და მუნიციპალიტეტს ორ ნაწილად: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს.
ბარანგაები
რედაქტირებაბანტონი 61 ბარანგაის მოიცავს.[5] ყოველი ბარანგაი შედგება პუროკებისგან, ნაწილი კი სიტიოებსაც მოიცავს.
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — ბოაკი (მარინდუკე) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 26 | 27 | 29 | 31 | 30 | 30 | 29 | 29 | 29 | 29 | 28 | 26 | 29 |
საშუალო დაბალი °C | 22 | 22 | 22 | 23 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 23 | 23 | 23 |
საშუალო ნალექი (მმ) | 83 | 55 | 44 | 37 | 90 | 123 | 145 | 125 | 135 | 166 | 163 | 152 | 1 318 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 15.1 | 10.8 | 11.9 | 11.4 | 19.9 | 23.7 | 26.3 | 23.9 | 23.9 | 22.1 | 20.2 | 18.6 | 227.8 |
წყარო: Meteoblue[6] |
დემოგრაფია
რედაქტირება2020 წლის აღწერით, ბოაკის მოსახლეობა 57 283 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 260 ადამიანი 1 კმ²-ზე. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია პობლასიონში, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ბარანგაებშია. აღმოსავლეთ ნაწილის ბარანგაები შედარებით მეჩხერადაა დასახლებული. მოსახლეობის თითქმის 70% ეროვნული მაგისტრალის გასწვრივ ან ეროვნული გზიდან 5 კმ-ის ფარგლებში ცხოვრობს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2020). "Mimaropa". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. Philippine Statistics Authority. Retrieved July 8, 2021.
- ↑ LGU Profile. Municipality of Boac. ციტირების თარიღი: October 25, 2012
- ↑ showbizandstyle.inquirer.net, Biglang Awa of Boac marks golden jubilee დაარქივებული May 11, 2008, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Province: Marinduque". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved November 12, 2016.
- ↑ Boac: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: April 28, 2020