ბნავისის ნასახლარი და ქვაყუთი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ბნავისის ნასახლარი და ქვაყუთი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის ცენტრში, კ. პავლიაშვილის სახლის უკან, ვიწრო ტერასაზე. აღმოჩნდა 1960 წელს შემთხვევით, მიწის დამუშავების დროს. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. ნასახლარზე გამოვლინდა ნაცრისა და დამწვარი მიწის ფენა ნაცრისფრად და აგურის ფრად გამომწვარი კერამიკული ჭურჭლის ორნამენტიანი ფრაგმენტები და ქვაყუთი, რომელიც შედგენილი იყო დიდი ზომის ფილა ქვებისაგან და ყუთში აღმოჩნდა უხეშად გამომწვარი თიხის კეცი ან რამდენიმე თიხის ჭურჭელი ბრინჯაოს გოლები და სხვა მასალა დაცულია გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

ლიტერატურა

რედაქტირება