ბლინკი
ბლინკი (კლარის ფერგიუსონი) (ინგ. Blink) — გამოგონილი პერსონაჟი, Marvel Comics-ის სუპერგმირი, რომელიც იქს-ადამიანების სერიებიდანაა ცნობილი. ის შექმნილია სკოტ ლობდელისა და ჯო მადურეირას მიერ და პირველად გამოჩნდა კომიქსში Uncanny X-Men #317 (1994).
ბლინკი | |
---|---|
ბლინკი აპოკალიფსის ეპოქიდან. | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა |
დედამიწა-616-ის ვერსია: Uncanny X-Men #317 (1994 წლის ოქტომბერი). დედამიწა-295-ის ვერსია: X-Men Alpha (1995 წლის თებერვალი) |
ავტორ(ებ)ი | სკოტ ლობდელი, ჯო მადურეირა |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | კლარის ფერგიუსონი |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
მოკავშირეები | განდევნილები |
შესაძლებლობა | ტელეპორტაცია |
ფალანქსის შეთანხმების არც თუ პოპულარული პერსონაჟი, ბლინკი, აპოკალიფსის ეპოქის ალტერნატიულ რეალობაში კომიქსის წიგნის სუპერგმირად გარდაიქმნა. მას შემდგომ კი, რაც იგი განდევნილების წევრი გახდა, მისი პოპულარობა ერთიორად გაიზარდა.
2014 წელს ბლინკი გამოჩნდა ფილმში იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები, რომელშიც მას მსახიობი ფან ბინბინი ასახიერებს.