ბლეკბერნი (ინგლ. Blackburn) — ქალაქი ლანკაშირის საგრაფოში, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, ბლეკბერნ-უიტ-დარუერნის უნიტარული ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი.

დასახლებული პუნქტი
ბლეკბერნი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
კოორდინატები 53°44′44″ ჩ. გ. 02°28′53″ დ. გ. / 53.74556° ჩ. გ. 2.48139° დ. გ. / 53.74556; -2.48139
ფართობი 24.5 კმ²
მოსახლეობა 105 085[1] კაცი
სიმჭიდროვე 4291 /კმ² კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი 01254
ოფიციალური საიტი http://www.blackburn.gov.uk/
ბლეკბერნი — გაერთიანებული სამეფო
ბლეკბერნი

გეოგრაფიული მდებარეობა

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ლანკაშირის საგრაფოს სამხრეთ ნაწილში, მდინარე ბლეკბერნის სანაპიროზე, ლიდს-ლივერპულის არხთან, ოთხი სარკინიგზო კვანძის და მდიდარ ქვანახშირის მაღაროებთან ახლოს, 38 კმ-ის დაშორებით მანჩესტერიდან.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

თავდაპირველად ქალაქის დასახელება ჩნდება 1086 წელს სახელით Blacheborne. ქალაქის დასახელების წარმოშობა ცალსახად არაა დადგენილი. გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ შეიძლება დასახელება წარმოშობილი ყოფილიყო ძველი ინგლისური სიტყვისგან „bleach“, „burn“ სიტყვასთან ერთად, რაც ნიშნავს ნაკადს. შესაძლებელია სიტყვის პირველწყაროს იყენებდნენ პირველყოფილი ადამიანები რკინის ხანაშიც კი.[2] გარდა ამისა დასახელება შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს „black burn“ (შავ ნაკადს).[3][4][5].

XIX საუკუნეში ბლეკბერნი წარმოადგენდა სწრაფად განვითარებად ინდუსტრიულ ქალაქს. მოსახლეობა, რომელიც 1821 წელს 21 940 ადამიანს არ აჭარბებდა, 1888 წელს უკვე 119 039 ადამიანამდე გაიზარდა, 2006 წელს კი 105 085-მდე. ქალაქის ძველი ნაწილი არასწორადაა აგებული. ქალაქის ამ ნაწილში გვხვდება მერია, ულამაზესი პარკი, ბირჟა, 14 ეკლესია, 1567 წელს დაფუძნებული ლათინური სკოლა, პროფესიული ინსტიტუტი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი. 1650 წელს ბლეკბერნი უკვე ცნობილი იყო თავისი სელის ქაღალდის ქსოვილებით, ახლა კი დაწნული და უხეში ბამბის ტექსტილებით. ახლა ქალაქში მდებარეობს ქაღალდის ფაბრიკა, ქვანახშირის მაღაროები, რკინის და მანქანათმშენებელი ქარხანა, ქვის სამტეხლო და სხვ. ბლეკბერნში არის 220 ქარხანა, 250 სახელოსნო, მთავარი კათოლიკური სემინარია ინგლისში და იეზუიტთა კოლეგია.

ქალაქი ცნობილია თავისი ცნობილი საფეხბურთო კლუბით „Blackburn Rovers F.C.“ დაარსებული 1875 წელს, რომელიც საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „Ewood Park“-ზე. კლუბი 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 6-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ერთხელ საფეხბურთო ლიგის თასი. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა უეფას თასის გათამაშებაში.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. KS01 Usual resident population: Census 2001, Key Statistics for urban areas. National Statistics. Office for National Statistics. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2008.
  2. Lancashire Historic Town Survey: Blackburn: Historic Town Assessment Report (PDF). Lancashire County Council (April 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2008-03-03.
  3. Miller (1992), p. 6.
  4. Beattie (1992), p. 11.
  5. Survey and making of Domesday The UK National Archives. Retrieved on 1 June 2008