ზღვის კოკრები

(გადამისამართდა გვერდიდან ბლასტოიდები)

ზღვის კოკრები, ბლასტოიდები (ლათ. Blastoidea), ამომწყდარი უხერხემლოების კლასი კანეკლიანების ტიპისა. ზღვის კოკრების სხეული შედგებოდა ვარჯისა და ღეროსაგან. ვარჯს ქმნიდა კიკრისმაგვარი თეკა და „ხელები“ — ბრაქიოლები. ზღვის კოკრები ბინადრობდნენ ზღვებში სილურულიდან პერმულ პერიოდამდე. ცნობილია ზღვის კოკრების 300-ზე მეტი სახეობა, რომელთაგან ზოგი სახელმძღვანელო ფორმაა კარბონულისა და პეტრმული ქანების დასადგენად.

ლიტერატურა

რედაქტირება