ბლაენავონი
ბლაენავონი (ინგლ. Blaenavon) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ უელსში. მდებარეობს ისტორიული მონმოუშირის საზღვრებში, გორაკის ფერდობზე. ბოლო მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6 349 ადამიანს შეადგენს. უელსურ ენაზე Blaenavon მდინარის სათავეს ნიშნავს.
ბლაენავონი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°46′ ჩ. გ. 3°05′ დ. გ. / 51.767° ჩ. გ. 3.083° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 984 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 984 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბლაენავონი 1788 წელს გახსნილი რკინის საწარმოო იმ ფაბრიკის ირგვლივ განვითარდა, რომელიც დღეს მუზეუმს წარმოადგენს. ფოლადისა და ქვანახშირის მრეწველობის ზრდამ, არეალის ირგვლივ მოსახლეობის მატება გამოიწვია და იმ დროისთვის ქალაქის მოსახლეობამ 20 000 ადამიანი შეადგინა. 1900 წელს ფოლადის, ხოლო 1980 წელს ქვანახშირის საწარმოების დახურვას მოსახლეობის შემირება მოჰყვა და ამჟამად ქალაქი ძირითადად მოხუცებითაა დასახლებული.
2000 წელს, ძველი ინდუსტრიული წარსულის გამო ბლაენავონი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Old photos of Blaenavon[მკვდარი ბმული]
- Welsh Coal Mines - all the pits, all the histories
- Blaenavon Town Council დაარქივებული 2005-10-25 საიტზე Wayback Machine.
- Time Team - The Lost Viaduct
- Aerial photograph of Blaenavon in 1999[მკვდარი ბმული]
- Blaenavon Local History Society website დაარქივებული 2014-08-25 საიტზე Wayback Machine.