ბიჯეს ციხე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბიჯეს ციხე}} |
ბიჯეს ციხე — არტანუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით მაღალ ქედზე, სოფ. თუნთულუს მიდამოებში მდებარეობს.
ციხის გარემო/აღწერა
რედაქტირებადღეს ციხე მთლიანად განადგურებულია. მხოლოდ რამდენიმე ადგილას იკითხება კედლის წყობა. სავარაუდოდ ბიჯე არტანუჯის დაცვის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. კლდის ჩრდილო აღმოსავლეთ წაგრძლებაზე, კლდის უკიდურეს ნაწილში დაახლ. 25 მ. კედლის ნაშთებია შემორჩენილი. ბიჯე, უნდა იყოს 1574 წლის გურჯისტანის ვალაიეთის დავთარში მოხსენიებული სოფელი ბასა. ერთიდაიგივე ტოპონიმი რომ არის, ეს მასზე შწერილი 11000 ახჩის მიხედვითაც ჩანს, რომელიც სარჩევში არის შეტანილი. [1]
სავარაუდოდ, რაც შეეხება სახელს ბიჯე, უნდა ითქვას, რომ ის ან დავთრის შედგენის, ან მისი ამოკითხვის დროს არის შეცდომა დაშვებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1574 წლის გურჯისტანის ვალაიეთის დიდი დავთარი, ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, შენიშვნებითა და ფაქსიმილეებით მოამზადა ნოდარ შენგელიამ, თბ. 2016, გვ. 379, 387-388.