ბიჭვინთის ქუჩა
ბიჭვინთის ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა); ალექსანდრე მანაგაძის ქუჩიდან მტკვრის ნაპირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. ადრე ილია ჭავჭავაძის სახელი ერქვა. ქუჩაზეა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (XVIII საუკუნე), ზაქარიას და ელისაბედის დედათა მონასტერი. აქვს 1 შესახვევი, 4 ჩიხი.
ბიჭვინთის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | გლდანის რაიონი |
უბანი | ავჭალა |
წინა სახელები | ილია ჭავჭავაძის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 34, ISBN 978-99928-20-35-3.