ბიძინა ჭუმბურიძე (დ. 1 მაისი, 1925, ქუთაისი — გ. 1 ივლისი, 2014) — ქართველი ექიმი.

1945 წელს დაამთავრა თბილისის ფარმაცევტული ინსტიტუტი.

1945–1946 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ქიმიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1946–1954 წლებში ასისტენტი; 1954–1965 წლებში დოცენტი; 1965–1972 წლებში პროფესორი; 1972–1997 წლებში ამავე კათედრის გამგე; 1972–1994 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პროვიზორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სამკურნალო საშუალებათა სტანდარტიზაციის ლაბორატორიას. ავტორია 240 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს 18 წიგნი, მათ შორის 6 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 17 დისერტაცია; 9 აპრილს ხელმძღვანელობდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კომისიას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ღვიძლის ანტრაქინონების შესწავლა“, დაიცვა 1952 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „იონმცველი პოლიმერების გამოკვლევა მედიცინაში გამოყენების მიზნით“, დაიცვა 1964 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება