ბიძინა გიორგობიანი

ბიძინა გიორგობიანი (დ. 8 დეკემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

ბიძინა გიორგობიანი
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1963 (1963-12-08) (61 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
გერმანიის დროშა გერმანია
განათლება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, სატყეო დეპარტამენტის დირექტორი და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი. 2007-2013 წლებში იყო პოლიტდევნილი და იმყოფებოდა გერმანიაში. ეკოლოგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება