ბიქტორ კოპალიანი
ბიქტორ კოპალიანი (დ. 12 თებერვალი, 1959, ქუთაისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.
1980 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაცია.
1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტ „საქგზამეცნიერებაში“ ინჟინრად. 1990-1996 წლებში „საქგზამეცნიერების“ კომპლექსური ლაბორატორიის „გზასამკვლევის“ უფროსი იყო. 1996 წლიდან „საქგზამეცნიერების“ საგზაო-სატრანსპორტო პრობლემათა განყოფილების უფროსი. 1999 წლიდან „საქგზამეცნიერების“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის დარგში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებატა კანდიდატის ხარისხი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია თბ., 2017 გვ. 319