ბისოს კოშკი
არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბისოს ჩრდილოეთით, 400 მეტრის მანძ
ბისოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბისოს ჩრდილოეთით, 400 მეტრის მანძილზე, სამანქანო გზის პირას. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. კოშკი ორსართულიანია , ნაგებია ნახეტი ქვით. დაზიანებულია - ჩანგრეულია სართულშუა გადახურვა. კედლებზე შემორჩენილია გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა – II სართულის დონეზე, მიწიდან 3,6 მეტრის სიმაღლეზე. წირთხლებში საურდულე ხვრელებია. შესასვლელი გადახურულია ნახევარწრიული თაღით. I სართულის კედლები ყრუა, II სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, დასავლეთისაში – ორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 228.