ბიოსი (BIOS, ანუ Biosystem, ცოცხალი სისტემა) — ქართული ალტერნატიული როკ-ჯგუფი. იგი დაარსდა 2006 წლის დეკემბერში, მაგრამ საბოლოოდ ჩამოყალიბდა 2007 წლის იანვარში.

ბიოსი
ბიოგრაფია
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი როკი
ალტერნატიული როკი
ალტერნატიული მეტალი
რეპ-როკი
რეპი
აქტიური 2006 — დღემდე
წევრები ბესო ციხელაშვილი
გელა ასლამაზოვი
მიშა ჭელიძე
დათო ჩანგოშვილი
გია ბაბილაშვილი

შემოქმედება რედაქტირება

ჯგუფის პირველმა სინგლმა „No Way“ გაიჟღერა არა ერთ რადიოსადგურზე. ეს იყო მისი პირველი ნამუშევარი და ცდა. ამის შემდეგ ჯგუფმა კიდევ 2 სიმღერა გამოუშვა, სახელწოდებით „საით?“ და „Hey“. ამ უკანასკნელზე მან კლიპიც გადაიღო, რომელშიც ასახულია ბიოსი კონცერტის დროს.

წევრები რედაქტირება

  • ბესო ციხელაშვილი - ვოკალი (წამყვანი)
  • გელა ასლამაზოვი - გიტარა (წამყვანი)
  • მიშა ჭელიძე (Miken) - გიტარა, ვოკალი
  • დათო ჩანგოშვილი - დასარტყმელი საკრავები
  • გია ბაბილაშვილი - ბას გიტარა