ბიორგოულფურ თორ ბიორგოულფსონი

ბიორგოულფურ თორ ბიორგოულფსონი ასევე, ცნობილი როგორც თორ ბიორგოულფსონი ან ბიოგი (დ. 19 მარტი, 1967) — ისლანდიელი ბიზნესმენი და მეწარმე. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით „პირველი ისლანდიელი მილიარდერი“. დაიბადა და გაიზარდა ქალაქ რეიკიავიკში ბიორგოლფურ გუდმუნდსონის ოჯახში. სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. ჰყავს მეუღლე ქრისთინ ოლაფსდოტირი და სამი შვილი. ამჟამად ცხოვრობს ლონდონში.

ბიორგოულფურ თორ ბიორგოულფსონი
Bjorgolfur Thor Bjorgolfsson til debatarrangenmentet Thors Saga - hvordan kommer Island videre? (1).jpg
მშობლიური სახელი Björgólfur Thor Björgólfsson
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1967
რეიკიავიკი, ისლანდია
მოქალაქეობა ისლანდიის მოქალაქე
საქმიანობა ბიზნესმენი

ლიტერატურარედაქტირება

  • Armann Thorvaldsson, Frozen Assets: How I Lived Iceland's Boom and Bust (Chichester: Wiley, 2009), pp. 64-65.