ბილიასუვარის რაიონი
ბილიასუვარის რაიონი (აზერ. Biləsuvar) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბილიასუვარი.[1]
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ბილიასუვარის რაიონი აზერ. Biləsuvar rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ბილიასუვარი | |
კოორდინატები | 39°26′00″ ჩ. გ. 48°31′00″ ა. გ. / 39.43333° ჩ. გ. 48.51667° ა. გ. | |
მმართველი | Faig Gurbatov | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1358 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 102 400 (2018) | |
სატელეფონო კოდი | 25 | |
საფოსტო ინდექსი | 1300 | |
საავტომობილო კოდი | 12 | |
ოფიციალური საიტი | http://bilesuvar-ih.gov.az/ | |
| ||
რაიონში არის 9 საავადმყოფო 520 საწოლით, 6 სამედიცინო კლინიკა და ეპიდემიოლოგიის ცენტრი, (სულ არის 11 სამედიცინო ცენტრი).[2]გარდა ამისა, რაიონში არის 16 საფოსტო განყოფილება და 26 მუნიციპალიტეტი.
გეოგრაფია
რედაქტირებარაიონის მთლიანი ტერიტორია 1358 კმ² ფართობს მოიცავს და იკავებს მუღანის დაბლობის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს. ბილიასუვარს ესაზღვრება შემდეგი რაიონები: ტერიტორიას 53 კილომეტრიანი საზღვრით ჩრდილოეთით ესაზღვრება იმიშლის რაიონი, 23 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით საათლის რაიონი, 20 კილომეტრის მანძილზე საბირაბადის რაიონი, აღმოსავლეთით 23 კილომეტრის მანძილზე სალიანის რაიონს და ნეფთჩალის რაიონი 4 კილომეტრიანი საზღვრით, ჯალილაბადის რაიონი სამხრეთით 54 კილომეტრ მანძილზე, ხოლო ირანთან სამხრეთით აქვს 64 კილომეტრიანი საზღვარი. საზღვრების საერთო სიგრძე 241 კილომეტრის ტოლია.[3]
ბილიასუვარის კლიმატი საკმაოდ ცხელია. საშუალო ტემპერატურა ზამთარში 2 °C-ია, ხოლო ზაფხულში კი 26 °C. საშუალო წლიური ნალექი 260 მმ-ს შეადგენს. რაიონის ნიადაგის ძირითადი ტიპებია წაბლისფერი, ნაცრისფერი და სტეპური მარილიანი ნიადაგები.
ბილიასუვარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან უფრო დაბალა მდებარეობს, ტერიტორიის 542 ჰექტარი ტყეებს უჭირავს. ტყეებში გვხვდება ირემი, დათვი, გარეული ღორი, თხა, მგელი და ა.შ. [2]
ისტორია
რედაქტირებაბილიასუვარის რაიონი 1930 წელს შეიქმნა პუშკინოს დასახლებაში. 1938 წელს რაიონს სახელი გადაარქვეს და პუშკინოს რაიონი დაარქვეს, ეს სახელი მას შენარჩუნებული ჰქონდა 1991 წლამდე.[4]
1963 წელს ტერიტორია გაერთიანდა ჯალილაბადის რაიონთან, ხოლო 1964 წელს კვლავ დამოუკიდებელი რაიონი გახდა. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მას დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი და კვლავ ეწოდა ბილიასუვარის რაიონი.
დემოგრაფია
რედაქტირებასახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 102 400 ადამიანს, რაც 2000 წელთან შედარებით 26 400 ადამიანით (დაახლოებით 34,7 პროცენტით) მატებაა 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 76 000 ადამიანს შეადგენდა.[5] მთლიანი მოსახლეობის 51 600 მამაკაცია, ხოლო 50 800 კი ქალი. [6] მოსახლეობის 26,7 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 27 400 ადამიანს) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- http://az.trend.az/news/society/2032354.html დაარქივებული 2012-09-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Biləsuvar rayonu“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12.
- ↑ 2.0 2.1 (2007) Azärbaycan : Azärbaycan milli ensiklopediyası, Aliyev, İlham, 1961-, Bakı: "Azärbaycan Milli Ensiklopediyası" Elmi märkäzi. ISBN 9789952441017. OCLC 252289725.
- ↑ „Biləsuvar rayonu“. azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2019-10-17.
- ↑ „Bilasuvar“. Authentic Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-11.
- ↑ Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18