ბილვის აეროპორტი (ესპ. Aeropuerto de Bilwi) — აეროპორტი ნიკარაგუაში. მდებარეობს ქალაქ პუერტო კაბესასთან, ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიურ რეგიონში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. დედაქალაქ მანაგუადან ჩაფრენას ერთი საათი სჭირდება. საერთაშორისო აეროპორტი ძირითადად ემსახურება ქალაქ პუერტო კაბესასს. მისი ასფალტირებული ასაფრენი ზოლი, რომელიც 2, 500 მეტრის სიგრძისაა, შესაფერისია სხვადასხვა სახის თვითმფრინავისთვის. მიმღები პუნქტი მუშაობს მხოლოდ დღის განმავლობაში. აეროპრტი ახორციელებს, როგორც მუდმივ საჰაერო რეისებს, ისე ჩარტერულსაც.

ახალაშენებული ტერმინალის საერთო ფართობი არის 477 მ², პარკირებისთვის განკუთვნილი ტერიტორია კი- 2,400 მ², სადაც ეტევა 30, 000-მდე ავტომობილი.

აეროპრტი ქალაქის ცენტრიდან მდებარეობს ერთის საათის სავალ მანძილზე. მასთან დაკავშირება შესაძლებელია ტაქსითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მოქმედი ავიახაზები რედაქტირება

  • ატლანტიკ ეარლაინი (ბლუეფილდსი, მანაგუა)
  • ლა კოსტენია (ბლუეფილდსი, მანაგუა, როსიტა)