ატლეტიკ ბილბაო (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან ბილბაოს ატლეტიკი)

„ატლეტიკ ბილბაო“ (ესპ. Athletic Club de Bilbao, ბასკ. Bilboko Athletic Kluba) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბილბაოდან, ბასკეთი. კლუბი დაარსდა 1898 წელს. 1928 წლიდან წლიდან ასპარეზობს პრიმერა დივიზიონში და მადრიდის „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად არის კლუბი, რომელსაც არასოდეს დაუტოვებია ეს ჩემპიონატი დაარსებიდან. „ატლეტიკი“ 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 24-ჯერ მოიპოვა ესპანეთის თასი.

ატლეტიკ ბილბაო
სრული სახელი ატლეტიკ ბილბაო
მეტსახელი ლომები, ბასკები, წითელ-თეთრები
დაარსდა 1898; 126 წლის წინ (1898)
სტადიონი სან მამესი
ბილბაო, ბასკეთი
(ტევადობა: 53,332)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსუ ურუტია
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსე ანხელ სიგანდა
კაპიტანი ესპანეთის დროშა გორკა ირაისოსი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2023-24 მე-5 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კლუბის ტრადიციული ფერებია წითელი და თეთრი, ამიტომ კლუბმა მეტსახელი მიიღო „Rojiblancos“ (წითელ-თეთრები). კლუბის კიდევ ერთი მეტსახელი ლომები წარმოიშვა იქიდან, რომ „ატლეტიკის“ სტადიონი მდებარეობს წმინდა მამასას ტაძრის გვერდით (მამესი ესპანურად).

„ატლეტიკი“ ცნობილია თავისი კონსერვატიული პოლიტიკით, კლუბშ თამაშობენ მხოლოდ ადგილობრივი (ბასკი) ფეხბურთელები. ასევე იწვევენ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც შეიძლება არ დაიბადნენ ბასკეთში, მაგრამ აქვთ ბასკური ფესვები. მაგალითად ბრაზილიაში დაბადებული ბიურუნი და საფრანგეთში დაბადებული ბასკი ბიშენტე ლისარასუ. ფეხბურთელებისგან განსხვავებით მწვრთნელი შეიძლება იყოს უცხოელი. კლუბის ისტორიაში ბევრი ცნობილი უცხოელი მწვრთნელი ყოფილა, მაგალითად გერმანელი იუპ ჰაინკესი, ფრანგი ლუის ფერნანდესი და არგენტინელი მარსელო ბიელსა. „ატლეტიკს“, ისევე როგორც კლუბების უმრავლესოას ესპანეთში აქვს ბრიტანული წარმომავლობა, „ატლეტიკი“ კი ინგლისური სახელწოდებაა.

ტიტულები

რედაქტირება

ეროვნული

რედაქტირება
  •   პრიმერა დივიზიონი
  •   ჩემპიონი (8): 1929/30, 1930/31, 1933/34, 1935/36, 1942/43, 1955/56, 1982/83, 1983/84
  •   მე-2 ადგილი (7): 1931/32, 1932/33, 1940/41, 1946/47, 1951/52, 1969/70, 1997/98
  •   ესპანეთის თასი
  •   გამარჯვებული (24): 1902, 1903, 1904, 1910, 1911, 1914, 1915, 1916, 1921, 1923, 1930, 1931, 1932, 1933, 1943, 1944, 1944/1945, 1949/1950, 1955, 1956, 1958, 1969, 1972/1973, 1983/1984
  •   ფინალისტი (14): 1905, 1906, 1913, 1920, 1942, 1948/49, 1952/53, 1965/66, 1966/67, 1976/77, 1984/85, 2008/09, 2011/12, 2014/15
  •   ესპანეთის სუპერთასი
  •   გამარჯვებული (2): 1984, 2015
  •   ფინალისტი (2): 1983, 2009
  • ევა დუარტეს თასი
  •   გამარჯვებული: 1950
  •   ფინალისტი: 1945
  • ჩრდილოეთის ჩემპიონატი
  •   გამარჯვებული (3): 1913/14, 1914/15, 1915/16
  • ბასკეთის ჩემპიონატი
  •   ჩემპიონი (14): 1919/20, 1920/21, 1922/23, 1923/24, 1924/25, 1925/26, 1927/28, 1928/29, 1930/31, 1931/32, 1932/33, 1933/34, 1938/39, 1939/40
  • ბასკეთის თასი
  •   გამარჯვებული: 1934/35

ევროტურნირები

რედაქტირება

საერთაშორისო

რედაქტირება

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ესპანეთი გორკა ირაისოსი
2 მცველი   ესპანეთი ენეკო ბოვედა
3 მცველი   ესპანეთი გორკა ელუსტონდო
4 ნახევარმცველი   საფრანგეთი ხავიერ ერასო
5 ნახევარმცველი   ესპანეთი ერიკ მორანი
6 მცველი   ესპანეთი მიკელ სან ხოსე
7 ნახევარმცველი   ესპანეთი ბენიატ ეჩებერია
8 ნახევარმცველი   ესპანეთი ანდერ იტურასპე
10 ნახევარმცველი   ესპანეთი იკერ მუნიაინი
11 თავდამსხმელი   ესპანეთი ინიაკი უილიამსი
14 ნახევარმცველი   ესპანეთი მარკელ სუსაეტა
15 მცველი   ესპანეთი ინიგო ლეკუე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 მცველი   ესპანეთი ჩაბი ეჩეიტა
17 ნახევარმცველი   ესპანეთი მიკელ რიკო
18 მცველი   ესპანეთი ოსკარ დე მარკოსი (კაპიტანი)
19 თავდამსხმელი   ესპანეთი საბინ მერინო
20 თავდამსხმელი   ესპანეთი არიც ადურისი
22 ნახევარმცველი   ესპანეთი რაულ გარსია
24 მცველი   ესპანეთი მიკელ ბალენსიაგა
25 მცველი   ესპანეთი ენრიკ საბორიტი
26 მეკარე   ესპანეთი კეპა არისაბალაგა
27 ნახევარმცველი   ესპანეთი იერაი ალვარესი
28 თავდამსხმელი   ესპანეთი ასიერ ვილიალიბრე
29 მეკარე   ესპანეთი ალექს რემირო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება