The Beatles (ტელესერიალი)
(გადამისამართდა გვერდიდან ბითლზი (ტელესერიალი))
The Beatles — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი, რომელშიც მოთხრობილია ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის გამოგონილი თავგადასავლები. იგი გადიოდა 1965-1969 წლებში, აშშ-ის ABC-ზე. ჩვენება დასრულდა 1969 წლის 7 სექტემბერს. ეთერში სულ 39 ეპიზოდი გავიდა. სერიალი გადიოდა ყოველ შაბათს, დილის 10:30-ზე. მესამე სეზონიდან (1967) იგი ეთერში გადიოდა 12:00-ზე. მეოთხე სეზონში (რომელიც შედგებოდა განმეორებითი ჩვენებებისგან) სერიალს აჩვენებდნენ კვირას, 9:30-ზე.[1]
The Beatles | |
---|---|
კადრი სერიალიდან. მარცხნიდან - ჯონ ლენონი, რინგო სტარი, ჯორჯ ჰარისონი და პოლ მაკ-კარტნი | |
ჟანრი | კომედია, ანიმაციური სერიალი, საბავშვო სერიალი, როკ-მუსიკა |
ავტორი | ალ ბროდექსი, სილბან ბაკი |
სცენარი |
დენის მარქსი ჯეკ მენდელსონი ჰეივუდ კლინგი ბრიუს ჰოვარდი |
გახმოვანება | პოლ ფრიზი (ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი), ლენს პერსივალი (პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი) |
თემის კომპოზიტორი | The Beatles |
მთავარი თემა | "The Beatles Opening Theme" (1964) |
ფინალური თემა | "The Beatles End Theme" (1964) |
ქვეყანა | აშშ, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 3 |
ეპიზოდი | 39 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | ალ ბროდექსი |
ხანგრძლივობა | 18 წთ. |
კომპანია |
King Features Syndicate Artransa/Graphik Canawest Studios TVC London |
ეთერი | |
ორიგინალური არხი |
ABC ABC (ავსტრალია) |
აუდიო ფორმატი | მონო |
ეთერში | 25 სექტემბერი 1965 — 9 მაისი 1969 |
სერიალის ყოველი ეპიზოდი უკავშირდებოდა ჯგუფის რომელიმე სიმღერას და მის ტექსტს. 1986-1987 წელს იგი MTV-ზე და Disney Channel-ზე გადიოდა.[1] აღსანიშნავია, რომ ეს აგრეთვე იყო პირველი ანიმაციური სერიალი, რომლის მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები ნამდვილი, იმ პერიოდში მოღვაწე პიროვნებები იყვნენ.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 TV.com.[მკვდარი ბმული]
- ↑ Animators & Creators.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-12-26.