ბიდგოშჩის ტრამვაი

ბიდგოშჩში ექსპლუატაციაშია 1მ სიგანის ლიანდაგიანი ტრამვაის ქსელი.

ბიდგოშჩის ტრამვაის სქემა
Konstal 805Na
Konstal 805NM + NMD
Pesa 122N

ბიდგოშჩის ქუჩებში პირველი ცხენის წევიანი ტრამვაი (ე.წ. კონკა) 1888 წლის 18 მაისს გამოჩნდა. 1896 წლის 3 ივლისს გაიხსნა ტრამვაის პირველი ელექტრიფიცირებული ხაზი. ბიდგოშჩის ტრამვაიმ მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე გადაიტანა ორივე მსოფლიო ომი და 1960-იანი წლების ტრამვაის სისტემების გაუქმების ტალღები და 1965 წელს ოლშტინში ტრამვაის გაუქმების შედეგად (იხ. ოლშტინის ტრამვაი) ოლშტინისგან მიიღო უკანასკნელი 8 ვაგონი. ტრამვაის სისტემისთვის ყველაზე რთული პერიოდი 1989 წლიდან დაიწყო, როცა რამდენიმე მონაკვეთზე ტრამვაის ხაზები გაუქმდა. დღეისათვის ბიდგოშჩის ტრამვაი უკეთეს მდგომარეობაშია და 2016 წელს მას ახალი ხაზიც დაემატა, დაბა ფორდონის მიმართულებით.

სალიანდაგო ინფრასტრუქტურა

რედაქტირება

2016 წლის მდგომარეობით ბიდგოშჩის ტრამვაის ლიანდაგის საერთო სიგრძე ცალმხრივ ლიანდაგზე გათვლით შეადგენს 89,44 კმ, ხოლო ორმხრივად 40,8 კმ.

მოძრავი შემადგენლობა

რედაქტირება

2017 წლის მარტის მდგომარეობით ბიდგოშჩში ექსპლუატაციაშია შემდეგი ტიპის ტრამვაის ვაგონები:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება