ნოდარ ბიბილაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბიბილაშვილი, ნოდარ)

ნოდარ შალვას ძე ბიბილაშვილი (დ. 2 დეკემბერი, 1930 — გ. 2 ნოემბერი, 1985) — ქართველი გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის იალბუზის ექსპედიციაში, შემდგომ იალბუზის მაღალმთიან გეოფიზიკის ინსტიტუტში (ნალჩიკი, 1954-1966). 1966 წლიდან ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1969 წლიდან ნალჩიკის ღრუბლების ფიზიკისა და აქტიური ზემოქმედების ლაბორატორიის გამგე. 1969 მეცნიერებათა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებათა დამუშავებისა და დანერგვისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება