ბეჭდების მბრძანებელი (1981 წლის რადიოსერიალი)
„ბეჭდების მბრძანებელი“ (ინგლ. The Lord of the Rings) — 1981 წლის რადიოსერიალი, რომელიც პირველად BBC-ს ეთერში გავიდა. ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანს.
თავდაპირველად BBC-მ რადიო სერიალი 1955 და 1956 წლებში შექმნა, მაგრამ მათი ჩანაწერები არ არის დარჩენილი.
ეთერი
რედაქტირებაორიგინალური, 26 ეპიზოდიდან შემდგარი სერიალი ეთერში კვირაში ორჯერ გადიოდა. მოგვიანებით ეს სერიალი 13 ნაწილად დამონტაჟდა (თითო ნაწილი ერთ საათს გრძელდება). მასში შეტანილი იქნა რამდენიმე დიალოგი, ამოღებული ორიგინალური ვერსიიდან. ახალი ვერსია გამოიცა აუდიო კასეტებსა და CD-ზე, ხოლო გამოყენებული მუსიკა (კომპოზიტორი - სტივენ ოლივერი) - ცალკე დისკის სახით.
განსხვავებები წიგნისგან
რედაქტირებაბრაიან სიბლისა და მაიკლ ბეიკუელის სცენარი წიგნთან მაქსიმალურად ახლოს არის, მაგრამ მასში არის შეცდომები და გამიზნული ცვლილებები:
- მინას ანორი და მინას ტირითი ნახსენებია, როგორც სხვადასხვა ქალაქები, სინამდვილეში ეს ერთი და იგივე ადგილი იყო.
- პელენორის მინდვრების ბრძოლის ნაწილი აღწერილია საოპერო სტილისტიკის ვოკალით.
- დრუადანთა ტყეში მოგზაურობა და გაერთიანება გჰან-ბური-გჰანის ხალხთან რადიოდადგმიდან ამოღებულია.
- არ არის პერსონაჟი რტოსხარტა (ბრეგალადი).
- ასევე არ არის გილდორ ინგლორიონი.
- რადიოსერიალში ამოღებულია სცენა ტომ ბომბადილთან სტუმრობით. ამიტომ არ არის მოთხრობილი, რომ ჰობიტებმა ხმლები მოიპოვეს ყორღანების-დაბლობებიდან.
ამგვარად, გაუგებარია, თუ რატომ დაჭრა გრძნეული მეფე მერის ხმალმა.
როლები
რედაქტირებაროლებს განასახიერებს ბევრი ბრიტანელი მსახიობი. მაგალითად, ფროდოს განასახიერებს იენ ჰოლმი (ბილბო ბეგინსი „ბეჭდების მბრძანებელში“), ხოლო სემის როლი ერგო ბილ ნაის.
2002 წლის ვერსია
რედაქტირება2002 წელს გამოვიდა სერიალის ახალი ვერსია, რომელსაც დაემატა ახალი პროლოგი და ეპილოგი, მუსიკა და სხვა ელემენტები. იმავე წელს სერიალი გავიდა BBC-ის ეთერში.