ბეყმარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევი
ბეყმარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეყმარში. აგებულია შუა საუკუნეებში. ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების მცირე ნაწილი, რომელთა სიმაღლე 60-70 სმ-ს აღწევს. ტერიტორიაზე ყრია სამშენებლო ქვები, მათ შორის, ბალავრის ქვა და სვეტისთავი.
გაწმენდის გარეშე ძეგლის დათარიღება შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004