ბეტსი დევოსი
ბეტსი დევოსი (ინგლ. Betsy DeVos; დ. 8 იანვარი, 1958, ჰოლანდი, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი, ქველმოქმედი, აშშ-ის განათლების მე-11 სახელმწიფო მდივანი 2017 წლის 7 თებერვლიდან.
ბეტსი დევოსი | ||
![]() | ||
აშშ-ის მე-11 განათლების სახელმწიფო მდივანი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 7 თებერვალი, 2017 | |
პრეზიდენტი | დონალდ ტრამპი | |
წინამორბედი | ჯონ კინგი | |
დაბადებული | 8 იანვარი, 1958 ჰოლანდი, მიჩიგანი, აშშ | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ამერიკელი |
ბეტსი დევოსი იყო ამერიკის ბავშვთა ფედერაციის ხელმძღვანელი. იგი კონსერვატორი აქტივისტი და მილიარდერი ქველმოქმედია, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სკოლების ვაუჩერების სისტემა იძულებით გაატარა კერძო სკოლები დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. დონალდ ტრამპის კაბინეტში 2017 წლის 7 თებერვლიდან იკავებს განათლების მე-11 სახელმწიფო მდივნის პოზიციას.[1]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ აშშ-ის 15 სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურის პოზიციაზე 7 კანდიდატი შერჩეულია. www.tabula.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.