ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბეტი ფრიდენი (დ. 4 თებერვალი, 1921 — გ. 4 თებერვალი, 2006) — ამერიკელი ფემინისტი მწერალი და აქტივისტი. იგი აშშ-ში ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მისი 1963 წლის წიგნი „ქალური მისტიკა“ ამერიკული ფემინიზმის მეორე ტალღის პირველ ნაკერწკლად მიიჩნევა. 1966 წელს ფრიდენის თანადამაარსებლობით შეიქმნა ქალთა ეროვნული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც „კაცებთან სრულიად თანასწორი თანამშრომლობის პირობებში ამერიკული საზოგადოების მეინსტრიმში ქალების ინტეგრაცია“ იყო. ფრიდენი ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი იყო, რა პოზიციაზეც 1970 წლამდე იმყოფებოდა.

ბეტი ფრიდენი

ფრიდენი 1960 წელს
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1921
პეორია, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 2006 (85 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
საქმიანობა
  • მწერალი
  • საზოგადო მოღვაწე
ცნობილი ნაშრომები ქალური მისტიკა, რომელიც ფემინიზმის მეორე ტალღის საწყის წერტილად ითვლება
გავლენები სიმონ დე ბოვუარი

1970 წელს ფრიდენმა ორგანიზება გაუწია ქალთა გაფიცვას თანასწორობისთვის. გაფიცვა გაიმართა 26 აგვისტოს, აშშ-ს კონსტიტუციის მეცხრამეტე შესწორების მიღებიდან 50 წლისთავზე, რომლის შედეგადაც ქალებმა საარჩევნო უფლებები მოიპოვეს. გაფიცვას მხოლოდ ნიუ-იორკში 50 ათასი ადამიანი შეუერთდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი მათი რიცხვი ბევრად მეტი იყო.

1971 წელს ფრიდენი შეუერთდა სხვა მოწინავე ფემინისტებს, რომელთან ერთადაც ქალთა ეროვნული პოლიტიკური კოკუსი დააარსა. ფრიდენი მხარს უჭერდა აშშ-ის კონსტიტუციაში თანასწორ უფლებათა შესახებ დამატების შეტანას, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ (354 ხმით 24-ის წინააღმდეგ) და სენატმა (84 ხმით 8-ის წინააღმდეგ) ქალთა ეროვნული ორგანიზაციის წევრთა აქტიური ზეწოლის შემდეგ მიიღო. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ, ფრიდენი ხელს უწყობდა დამატების რატიფიცირებას და აგრეთვე მხარს უჭერდა სხვა ქალთა უფლებებისთის გატარებულ რეფორმებს. მან დააარსა აბორტის შესახებ კანონის გაუქმების ეროვნული ასოციაცია, რის გამოც მოგვიანებით არაერთი ლიბერალი ფემინისტის კრიტიკა დაიმსახურა.

ფრიდენი, რომელიც აშშ-ში გავლენიან ავტორად და ინტელექტუალად ითვლებოდა, 1990-იანი წლების ბოლომდე აქტიურ პოლიტიკურ და ადვოკატორულ მოღვაწეობას ეწეოდა. ცხოვრების მანძილზე მან ექვსი წიგნი დაწერა. 1960-იანი წლების დასაწყისში ფრიდენი აკრიტიკებდა ფემინისტების პოლარიზებულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ მამაკაცებსა და დიასახლისებს. ერთ-ერთ წიგნში „მეორე სცენა“ (1981) იგი სწორედ ექსტრემისტულ ფემინიზმს აკრიტიკებს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Second Stage. NY Times.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეტი_ფრიდენი“-დან