ბესო კალანდაძე
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ბესო კალანდაძე}} |
ბესიკ (ბესო) კალანდაძე (დ.8 დეკემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ბას-გიტარისტი და ბიზნესმენი.[1]
ბესო კალანდაძე | |
---|---|
![]() ბესო კალანდაძე „ვია 75“-ში | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1956 (66 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | ესტრადა |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ასოციაციები |
დაიბადა 1956 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელს, როდესაც მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რერო“-ში. 1978 წელს ბესო კალანდაძე გადავიდა „ვია 75“-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე. „ვია 75“-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: „ტირიფები“, „თეთრი ღამე“ „გიორგობის თვე“ და სხვა. ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი.
„ვია 75“-ის დაშლის შემდეგ, ბესო კალანდაძე თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა. 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები.
ამჟამად მოღვაწეობს კვლავ „ვია 75“-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი. ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით. რამდენიმე კონცერტი გამართა საქართველოს ტერიტორიაზე. 2011 წლის მიწურულს გაიხსნა „ვია 75“-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ.[2]
სქოლიორედაქტირება
- ↑ ბესო კალანდაძე: ბიზნესი ცხოვრებას მიადვილებს, სიმღერა - მილამაზებს. Sputnik.georgia.ge (21 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
- ↑ ფილარმონიის წინ ”ვია 75”-ის ვარსკვლავი გაიხსნა. ghn.ge (12 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2018.