ბესო კალანდაძე

ქართველი მუსიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ბესიკ კალანდაძე)

ბესიკ (ბესო) კალანდაძე (დ.8 დეკემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ბას-გიტარისტი და ბიზნესმენი.[1]

ბესო კალანდაძე

ბესო კალანდაძე „ვია 75“-ში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1956(1956-12-08) (67 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ესტრადა
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ბას-გიტარა
  • ვოკალი

დაიბადა 1956 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელს, როდესაც მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რერო“-ში. 1978 წელს ბესო კალანდაძე გადავიდა „ვია 75“-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე. „ვია 75“-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: „ტირიფები“, „თეთრი ღამე“ „გიორგობის თვე“ და სხვა. ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი.

„ვია 75“-ის დაშლის შემდეგ, ბესო კალანდაძე თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა. 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები.

ამჟამად მოღვაწეობს კვლავ „ვია 75“-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი. ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით. რამდენიმე კონცერტი გამართა საქართველოს ტერიტორიაზე. 2011 წლის მიწურულს გაიხსნა „ვია 75“-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ.[2]

  1. ბესო კალანდაძე: ბიზნესი ცხოვრებას მიადვილებს, სიმღერა - მილამაზებს. Sputnik.georgia.ge (21 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
  2. ფილარმონიის წინ ”ვია 75”-ის ვარსკვლავი გაიხსნა. ghn.ge (12 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2018.