ბესართ ბერიშა (დ.29 ივლისი, 1985) — კოსოვოელი პროფესიონალი მწვრთნელი და ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი. ამჟამად იგი არის კოსოვოს სუპერლიგის კლუბ პრიშტინას დამხმარე მენეჯერი.

ბესართ ბერიშა
ბერიშა 2015 წელს მელბურნ ვიქტორის ვარჯიშზე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბესართ სელიმ ბერიშა
დაბადების
თარიღი
29 ივლისი, 1985
დაბადების
ადგილი
პრიშტინა, ისფრ.
სიმაღლე 1.83
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პრიშტინა
ახალგაზრდული კარიერა
1994-1998 ბერლინის დინამო.
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003-2004 ბერლინის ბორუსია 4 (1)
ეროვნული ნაკრები
2006-2009 ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 17 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2024 პრიშტინა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ჰამბურგი

რედაქტირება

ბერიშამ თავისი ახალგაზრდული კარიერა გერმანული გუნდის Berliner VB-ს აკადემიაში, 9 წლის ასაკში დაიწყო. შემდეგ იგი თამაშობდა გერმანიის სხვადასხვა გუნდებში, როგორებიცაა ბერლინის დინამო, TSV Lichtenberg, SV Lichtenberg. ამ გუნდებში იგი ასპარეზობდა 2003 წლამდე, შემდეგ კი იგი გადავიდა NOFV-Oberliga-ს კლუბ ბერლინის ბორუსიაში, სადაც 17 წლის ბერიშმა მოიგო ეროვნული ახალგაზრდული ლიგის ოქროს ბუცი. ნომინაციაში მან აჯობა გერმანელ თავდამსხმელებს, მარიო გომესს და ლუკას პოდოლსკის.[1] სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი, იგი გადავიდა საფეხბურთო კლუბ ჰამბურგში, რომელიც ბუნდესლიგაში ასპარეზობდა.

2004–05 წლების სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში, ბერიშა არ შედიოდა ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში, არცერთ მატჩში, ხოლო მეორე ნახევარში, იგი იჯარით გადავიდა დანიის სუპერლიგის გუნდში Aalborg Boldspilklub-ში, სადაც მას საკმაოდ წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა. მან მხოლოდ სამი თამაში ითამაშა და ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა.[2]

2005–06 წლების სეზონში, იგი იჯარით გადაეცა სუპერლიგის კლუბ AC Horsens-ს, სადაც მან 32 მატჩის მანძილზე 11 გოლის გატანა მოახერხა და გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი.

2006–07 წლების სეზონში იგი დარჩა ჰამბურგში და მიეცა პირველ გუნდში თამაშის შანსი, სადაც მისი დებიუტი შედგა გერმანიის ბუნდესლიგაში 2006 წლის 12 აგვისტოს, არმინია ბილეფელდის წინააღმდეგ მატჩში. იგი სათადარიგოდან შევიდა 78-ე წუთზე, ნაიჯელ დე იონგის ნაცვლად. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[3] 2006 წლის 6 დეკემბერს, ბერიშა გახდა პირველი ალბანელი, რომელმაც გაიტანა გოლი უეფას ჩემპიონთა ლიგის [2] ჯგუფურ ეტაპზე, ეს იყო მისი პირველი გოლი ჰამბურგის შემადგენლობაში მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ მატჩში, რომელიც გაიმართა ჰამბურგში. ზუსტად 10 დღის შემდეგ, 2006 წლის 16 დეკემბერს, ბერიშამ მოახერხა თავისი პირველი გოლის გატანა ბუნდესლიგაში, ალმაანიას აახენის წინააღმდეგ. იგი შედიოდა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში, სწორედ მის მიერ გატანილი გოლით გაიხსნა მატჩი 32-ე წუთზე, საბოლოოდ მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 3–3.[4] 2006-07 წლების სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა ჰამბურგის შემადგენლობაში, მათ შორის ერთი გერმანიის თასზე და ორი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო თერთმეტი სათადარიგოში. თომას დოლის გათავისუფლებისა და ჰუბ სტივენსის ახალ მწვრთნელად მოსვლის შემდეგ, ბერიშა არ განიხილებოდა გუნდის გეგმის ნაწილად და დარჩა სათადარიგოთა სკამზე, დარჩენილი სეზონის მანძილზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kerr, Jack (21 November 2013). „Besart Berisha driven to success by tough upbringing“. The Guardian. theguardian.com. ციტირების თარიღი: 24 November 2013.
  2. 2.0 2.1 Besart Berisha. burnleyfootballclub.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 27 December 2011
  3. Hamburger SV vs. Arminia Bielefeld 1 – 1. Soccerway (12 August 2006). ციტირების თარიღი: 6 May 2014
  4. Alemannia Aachen vs. Hamburger SV 3 – 3. Soccerway (16 December 2006). ციტირების თარიღი: 6 May 2014