ბერძნულ-რომაული სამყარო

ბერძნულ-რომაული სამყარო, ასევე ცნობილი როგორც ბერძნულ-რომაული კულტურა — თანამედროვე მეცნიერებისა და მწერლების მიერ დამვკდრებული ტერმინი, რომელიც იმ გეოგრაფიული რეგიონებისა და ქვეყნების ერთობლიობას აღნიშნავს, სადაც კულტურულად და ისტორიულად, პირდაპირ ან უშუალოდ ძველბერძნული და რომაული ენის, კულტურის, მთავრობის და რელიგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. უკეთესად ცნობილი ტერმინია კლასიკური ცივილიზაცია. ტერიტორიულად ის შემოიფარგლება „ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროთი“ — ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავი ზღვის აუზის მიმდებარე ფართო ტერიტორიებით, სადაც ბერძნული და რომაული კულტურული წარმოდგენები და იდეები დომინირებდა. ამას ხელს უწყობდა ბერძნული ენის ინტელქტუალური და კომერციის ენად, ხოლო ლათინურის სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციულ ენად გადაქცევა. ბერძნული და ლათინური ენები არასდროს იყო ფართოდ გავრცელებული საზოგადოების დაბალ ფენებში, რომლებიც იმპერიის უმრავლესობას წარმოადგენდა, მაგრამ ის იყო ურბანული და კოსმოპოლიტური ელიტის ენები და მაშასადამე იმპერიის ლინგუა ფრანკა. რომის მოქალაქეები, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, საუბრობდნენ და წერდნენ ბერძნულად ან ლათინურად. ამის შესანიშნავი მაგალითებია: წარმოშობით ფინიკიელი რომაელი იურისტი და საიმპერატორო კანცლერი ულპიანე, ბერძნულ-ეგვიპტური წარმომავლობის მქონე მათემატიკოსი და გეოგრაფი კლავდიუს პტოლემაიოსი, ცნობილი სირიელი და ბერბერი მოაზროვნეები იოანე ოქროპირი და ნეტარი ავგუსტინე, ებრაული წარმომავლობის მქონე ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sir William Smith (ed). Dictionary of Greek and Roman Geography. London: Spottiswoode and Co, 1873.
  • Simon Hornblower and Antony Spawforth (ed). Oxford Classical Dictionary. Oxford University Press, 2003.