ბერუათხევი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ნასოფლარი ბერუათხევი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის უნიციპალიტეტის სოფელ სათოვლეში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2-3 კილომეტრზე, ბერუათხევის ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით, ამჟამად ტყით დაფარული ნასოფლარის ტერიტორიაზე ჩანს ნასახლარი ბუდეები. ნასოფლარის ჩრდილოეთით 50-100 მეტრზე შემორჩენილია კირის ხსნარითა და რიყის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 307.