ბერტონოვის ხიდი (რუს. Бертонов мост) — ხიდი ქალაქ პავლოვსკში, პუშკინის რაიონი, სანქტ-პეტერბურგი მდინარე შუა ნევკაზე. გადებულია მდინარე ტიზვაზე, სადაც მას კვეთს ელისაბედის ქუჩა. ხიდის სიგრძეა 46,1 მეტრი, ხოლო სიგანე — 16,5 მეტრი.

ბერტონოვის ხიდი
Бертонов мост
კოორდინატები 59°40′50″N 30°26′28″E / 59.680492° ჩ. გ. 30.441047° ა. გ. / 59.680492; 30.441047
მდებარეობა პავლოვსკი, სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 46,1 მ
სიგანე 16,5 მ
გახსნის თარიღი 1790-იანები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810346003

ხიდი ააგეს XVIII საუკუნის 90-იან წლებში[1]. ამ პერიოდისათვის მას ერქვა მეორე სახელწოდება და მოიხსენიებდნენ როგორც კირასირის ხიდი. აღნიშნული სახელი დაკავშირებული იყო ხიდის სიახლოვეს განლაგებული კირასირის პოლკის სახეწლოდებასთან.

თანამედროვე სახელწოდება მიიღო XIX საუკუნის დასაწყისში, ხოლო ოფიციალურად დაამტკიცეს 1997 წლის 6 ნოემბერს. არსებული ტოპონიმი წარმოსდგება რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის კამერდინერის, სახელმწიფო მრჩეველ ბერტონის გვარისაგან, რომელიც 1794 წლიდან 1810 წლამდე აგარაკს ფლობდა ხიდის სიახლოვეს, მდინარე ტიზვის მარჯვენა სანაპიროზე[2].

1960-იან წლებში მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რეკონსტრუქცია.

ხიდი არის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი ოფიციალური სახელია „ბერტონის ხიდი-კაშხალი“. იგი შედის მარიენტალის პარკის ანსამბლის შემადგენლობაში.

ბერტონოვის ხიდს აქვს ასეთი მისამართი: სანქტ-პეტერბურგი, პავლოვსკი, ელისაბედის ქუჩა, შენობა 3, კორპუსი 1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Постановление Правительства РФ № 527 от 10.07.2001
  2. Большая топонимическая энциклопедия Санкт-Петербурга / под ред. А. Г. Владимировича. — СПб.: ЛИК, 2013. — С. 880. — 1136 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-86038-171-1.