ბეროულა
ბეროულა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, კვერცხისმაგვარი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ხშირად ცილინდრულ-კონუსურია, იშვიათად ცილინდრული ან კონუსური, საკმაოდ კუმსი. მარცვალი თითქმის მრგვალია, საშუალო ზომისა და მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ძალიან თხლად დაფარული. რბილობი წვნიანია.
ბეროულა საშუალო ზრდა-განვითარების და მცირემოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 130 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.8 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის თეთრი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 71