ბერნადეტ სელი
ბერნადეტ სელი (უნგრ. Szél Bernadett, დაბადებით ნადი; დ. 9 მარტი, 1977)[1] — უნგრელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. პარტიის „პოლიტიკა შეიძლება იყოს სხვა“ თანათავჯდომარე 2013-2018 წლებში, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი 2012 წლიდან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი[2].
ბერნადეტ სელი | |
---|---|
უნგრ. Szél Bernadett | |
დაბადების თარიღი | 9 მარტი, 1977 (47 წლის) |
დაბადების ადგილი | პეჩი |
მოქალაქეობა | უნგრეთი |
განათლება | Corvinus University of Budapest |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
szelbernadett.hu | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბერნადეტ სელი დაიბადა ქალაქ პეჩში 1977 წლის 9 მარტს, დაასრულა მიკლოშ ზრინის სახელობის კოლეჯი ზალაეგერსეგეში. 2000 წელს დაამთავრა კორვინის უნივერსიტეტი (საერთაშიროსო ურთიერთობები)[3], სადაც მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი 2011 წელს[4].
2000 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა კომპანია Phillip Morris-ის კორპორატიული საკითხების დეპარტამენტში. ამის შემდეგ გადავიდა საზოგადოებრივ სექტორში და 2002 წლის მარტიდან ივლისამდე[5] იყო უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „თავშესაფარი - მიგრანტთა დახმარების ასოციაცია“ პროგრამის ხელმძღვანელი. 2002 წლის სექტემბრიდან სამი წლის მანძილზე იყო უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი. 2006 წლიდან მუშაობდა უნგრეთის ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში, ასევე თანამშრომლობდა ევროპის კავშირთან.
მისი სამეცნიერო თემატიკა იყო ოჯახის სოციოლოგია, საოჯახო პოლიტიკა და სახელმწიფო პოტენციალი. იგი რამდენიმე სამეცნიერო კოლექტივის წევრია, ასევე მონაწილეობს უნგრულ და საერთაშორისო პროექტებში. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს. ამშამად იგი ცხოვრობს ბუდაკესში ქმართან და ორ შვილთან (ორივე გოგონა) ერთად.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაბერნადეტ სელმა თავისი პოლიტიკური მოძრაობა დაიწყო მემარცხენე ცენტრისტულ ჰუმანისტიკურ პარტიაში. ახალი მწვანე პარტიის „პოლიტიკა შეიძლება იყოს სხვა“ შექმნის შემდეგ 2010 წელს გადავიდა მასში. იყო 2010 წლის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატი. იბრძოდა ბუდაკესის მერის თანამდებობისთვის და 2010 წლის მერის არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 10,89 %[6].
ბერნადეტ სელი პარლამენტის წევრი გახდა 2012 წლის 13 თებერვალს, შეცვალა თავისი კოლეგა ვირაგ კაუფერი, რომელიც 1 თებერვალს გადადგა[7]. პარლამენტში შესვლის შემდეგ 20 თებერვალს გახდა დასაქმებისა და შრომის კომიტეტის წევრი, ხოლო შემდეგ მუშაობდა ახალგაზრდობის, სოციალური, ოჯახისა და საცხოვრებლების საქმეების კომიტეტში და 2013 წლის 23 სექტემბრიდან იყო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე მდგრადი განვითარების კომიტეტში.
2013 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე ითვლებოდა დამოუკიდებელ დეპუტატად, მას სემდეგ რაც მათი პარტიის საპარლამენტო ფრაქცია დაიშალა რვა დეპუტატის მიერ ფრაქციის რიგების დატოვების გამო, რომლებმაც დააარსეს ახალი პარტია „დიალოგი უნგრეთისათვის“[8]. ბერნადეტ სელი და ანდრაშ შიფერი 2013 წლის 24 მარტის ყრილობაზე აირჩიეს პარტიის ახალ თანათავჯდომარეებად[9].
2013 წლის სექტემბერში საპარლამენტო დებატების დროს სახელმწიფო მდივანს გარემოს დაცვის საკითხებში ზოლტან ილეშს რუმინეთში მიმდინარე პროექტ Roșia Montană-თან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, მან ბერნადეტის მიმართ სექსისტური განცხადება გააკეთა (კერძოდ, „შენ ლამაზი ხარ, არ ნიშნავს რომ ჭკვიანი ხარ“[10]), რისთვისაც შემდეგ საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
ბერნადეტ სელი 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრად აიჩიეს პარტია პოლიტიკა შეიძლება იყოს სხვა“ სიით და 6 მაისს გახდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის წევრი. ერჟებეტ შმუკის გადადგომის შემდეგ 2017 წლის 16 თებერვალს სელი აირჩიეს თავისი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელად[11]. 2017 წლის სექტემბერში, ბერნადეტ სელი წარადგინეს პარტიის კანდიდატად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ბერნადეტ სელი აირჩიეს პეშტის ერთ-ერთი ოლქიდან და გაუსწრო ყველა სხვა კანდიდატს, მაგრამ პარტიამ არჩევნებში მიიღო 404 425 ამომრჩეველთა ხმა, ანუ ხმების საერთო რაოდენობის 7,06 % და მხოლოდ რვა დეპუტატი გაიყვანა პარლამენტში. პრემიერ-მინისტრად კი ვიქტორ ორბანი აირჩიეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- На сайте парламента დაარქივებული 2019-11-02 საიტზე Wayback Machine.
- Биография на сайте парламента
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Biography. Országgyűlés.
- ↑ Register. Országgyűlés. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-02. ციტირების თარიღი: 2020-02-26.
- ↑ Oktatói önéletrajz megjelenítő.
- ↑ A párkapcsolati összetartást segítő minták elemzése = Patterns supporting partnership cohesion.
- ↑ Szél Bernadett szakmai önéletrajz, 2006. február. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2018-09-17.
- ↑ Budakeszi települési választás eredményei.
- ↑ Távozik a parlamentből Kaufer Virág. Origo.hu (2012-01-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-29. ციტირების თარიღი: 2013-01-08.
- ↑ Eight breakaway LMP lawmakers to sit as independents (2013-02-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ Szél Bernadett és Schiffer András az LMP két társelnöke. Index (2013-03-24). ციტირების თარიღი: 2013-03-24.
- ↑ Ministers behaving badly: Illés, Fidesz apologize (2013-09-12). ციტირების თარიღი: 2013-09-27.
- ↑ Szél Bernadett lett az LMP frakcióvezetője. Index (2017-01-30). ციტირების თარიღი: 2017-04-04.